ERP ინდუსტრიის გლობალური ბაზარი 2027 წელს $78.40 მილიარდს გადააჭარბებს

Allied Market Research (AMR) ის პროგნოზი და ბაზრის ანალიზი

გაზრდილმა მოთხოვნამ საიმედო მონაცემთა ბაზებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებაზე, ღრუბლოვან ტექნოლოგიებსა და მობილურ აპლიკაციებზე დადებითი გავლენა იქონია ERP ინდუსტრიის ბაზრის ზრდაზე. ასევე შესამჩნევია მოთხოვნის ზრდა პატარა და საშუალო ზომის კომპანიების მხრიდან, რათა სწრაფად ადაპტირდნენ თანამედროვე კონკურენტულ გარემოში  და დანერგონ უახლესი ტექნოლოგიები მათი ყოველდღიური საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით.

ჩრდილოეთ ამერიკა დომინირებდა ERP  ინდუსტრიის ბაზარზე 2018 წლის მონაცემებით სხვადასხვა მიზეზთა გამო, როგორიცაა ახალი ინდუსტრიების მოცვა და ეკონომიკური ზრდა. აშშ-სა და კანადაში განლაგებული დიდი რაოდენობით ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე მომუშავე ვენდორების გამო უნდა ველოდოთ, რომ ეს რეგიონი იქნება განსაკუთრებული წვლილის შემტანი ინდუსტრიის განვითარებაში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში უნდა ველოდოთ ბაზრის პროცენტული მატების ყველაზე მაღალ მაჩვენებელს, რადგან სწორედ აქაა განლაგებული იმ პატარა და საშუალო ზომის კომპანიების უდიდესი ნაწილი, რომლებიც მიისწრაფიან ERP გადაწყვეტილებების დანერგვით წარმართონ ეფექტური ბიზნეს პროცესები. აქცენტები კეთდება ჩინეთზე, ინდოეთსა და სინგაპურზე.

ERP გადაწყვეტილებები მომხმარებელთა შორის იკვეთება ფინანსური სექტორი, რომელიც თავიდანვე გახდა დომინანტი, თუმცა 2018 წლის მონაცემებით მოწინავე პოზიცია დაიკავა წარმოებისა და მშენებლობის სფეროებმა. წინასწარი პროგნოზებით, უახლოეს მომავალში განსაკუთრებით გაიზრდება მოთხოვნა ადამიანური რესურსების მართვისთვის საჭირო HR მოდულზე, როგორც ძირითადი ამოცანების შესასრულებლად, ასევე მენეჯმენტის კომპლექსური სამუშაოების განსახორციელებლად.

ERP ინდუსტრიის გლობალური ბაზარი 2018 წელს შეფასებული იყო $35.81 მილიარდად. AMR-მა ჩაატარა ბაზრის კვლევა და სხვადასხვა ფაქტორების ანალიზზე დაყრდნობით გააკეთა პროგნოზები, რომელთა შორის აღსანიშნავია, რომ 2027 წლისთვის გლობალური ბაზრის ღირებულება გადააჭარბებს $78.40 მილიარდს, საშუალო ყოველწლიური ზრდის 10.2%-იანი მაჩვენებლით 2019 წლიდან 2026 წლამდე.