მსოფლიო ათეულში Nexia International-ი კიდევ ერთი პოზიციით დაწინაურდა

მსოფლიოში ნომერ #1 საბუღალტრო გამოცემა – საერთაშორისო საბუღალტრო ბიულეტინის (IAB – International Accounting Bulletin) მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის თანახმად, დამოუკიდებელი საბუღალტრო და საკონსულტაციო ფირმების წამყვანი, გლობალური ქსელი – Nexia International-ი მსოფლიო ათეულში კიდევ ერთი პოზიციით დაწინაურდა და მე-8-ე ადგილზე გადაინაცვლა.

2020 წელს Nexia International-ის გლობალურმა შემოსავალმა 4.5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 5% -იან ზრდას ნიშნავს, სადაც აუდიტის წილი 34%-ს შეადგენს, ბუღალტერიის – 16%-ს, საგადასახადო და საკონსულტაციო მიმართულებები კი 28% და 10 პროცენტს ინაწილებენ, დარჩენილი 12% კი სხვა მიმართულებებზე ნაწილდება.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენ საქართველოში წარმოვადგენთ Nexia-ს ქსელს, რომელიც მუდმივად ვითარება და ისე სწრაფად იზრდება, რომ ჩვენც კი სასიამოვნოდ გაოცებულები ვართ. ასევე გვეამაყება, რომ მსოფლიო წარმატებაში ჩვენც, Nexia TA-საც დიდი წვლილი მიგვიძღვის საქარველოს ბაზარზე ეფექტური ოპერირებით, მაღალხარისხიანი მომსახურების შეთავაზებით და ქსელის სტაბილური ზრდის ხელშეწყობით.“- განაცხადა Nexia TA-ს მმართველმა პარტნიორმა, გელა მღებრიშვილმა.

გლობალური შემოსავლების ასეთი მაჩვენებელი ქსელის თითოეულ რეგიონში თანმიმდევრული ზრდის შედეგია, თუმცა ლათინო ამერიკის (LATAM) რეგიონი განსაკუთებით გამოირჩეოდა, რაც ახალი წევრი ფირმების მიღებითაა განპირობებული.

2020 წლის განმავლობაში Nexia აგრძელებდა გლობალურ გაფართოებას ახალი წევრი ფირმების მიღებით ალბანეთში, ეგვიპტეში, ახალ ზელანდიაში, შვედეთში, კენიაში, კამბოჯაში, კანადაში, ომანში, გაბონში, ალჟირში და არგენტინაში.

Nexia International- ის აღმასრულებელი დირექტორი, კევინ არნოლდი, შედეგების კომენტირებისას, ამბობს: ”ძალიან მოხარული ვარ, რომ გლობალურ რეიტინგში მე-8 პოზიციაზე გადავედით და ამ ათი წლის განმავლობაში მივაღწიეთ თანმიმდევრულ, ყოველწლიურ ზრდას. ეს შესანიშნავი მიღწევა ასახავს ჩვენი წევრი ფირმების მაღალ ხარისხს და ღირებულებას, რასაც ისინი მათ კლიენტებს აწვდიან.

ბოლო თორმეტი თვე რთული დრო იყო ყველასთვის, მაგრამ Nexia-ს ქსელი განაგრძობდა ზრდას და აუმჯობესებდა შეთავაზებებს წევრი ფირმებისა და მათი კლიენტებისთვის. ყველა ნექსიელი ვამაყობთ ამ მიღწევით. ”