ERP სისტემების ვენდორები

კომპანიისთვის შესაბამისი ERP სისტემის შერჩევა საკმაოდ რთული და გრძელვადიანი პროცესია. საჭიროა ვიცნობდეთ, როგორც კონკრეტული პროდუქტის შესაძლებლობებს, ასევე მომწოდებელი კომპანიის შესახებ უნდა ვფლობდეთ საჭირო ინფორმაციას.

მოცემულ სტატიაში გაეცანით ERP სისტემების უმსხვილესი პროვაიდერებს მსოფლიოს მასშტაბით.

Oracle

Oracle Corporation წარმოადგენს ამერიკულ მულტი-ნაციონალურ კომპიუტერული ტექნოლოგიების კორპორაციას, რომლის სათაო ოფისიც მდებარეობს ტეხასში. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ძირითადი აპლიკაციების ნაკრებსა და ინდუსტრიებისთვის სპეციფიკურ პროგრამულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გამოიყენება როგორც საბაზისო, ასევე უფრო მაღალ დონეზე რთული ბიზნეს პროცესებისთვის. კომპანიის მიერ შექმნილი ERP სისტემის ძირითადი მომხმარებლები არიან მსხვილი კომპანიები.

SAP

SAP არის გერმანული მულტი-ნაციონალური კომპიუტერული ტექნოლოგიების კომპანია, რომელიც ცნობილია მისი მთავარი პროდუქტით, ERP სისტემით. მოცემული სისტემა დანერგვის გრძელვადიანი პერიოდით, თუმცა კომპანიის პროცესებზე მორგების შესაძლებლობით პოპულარულია საშუალო და მსხვილ კომპანიებში, ძირითადად წარმოების სფეროდან. SAP ევროპულ ბაზარზე იკავებს მოწინავე პოზიციას როგორც ERP სისტემების პროვაიდერი კომპანია.

1C Company

1C Company წარმოადგენს რუსულ პროგრამული გადაწყვეტილებების დეველოპერ და დისტრიბუტორ კომპანიას, რომლის სათაო ოფისიც მდებარეობს მოსკოვში. კომპანიას აქვს არსებობის 30 წლიანი ისტორია და მოწინავე ადგილს ინარჩუნებს რეგიონში, ჰყავს 10000-ზე მეტი პარტნიორი კომპანია 25-ზე მეტ ქვეყანაში. 1C Company-ის ყველაზე პოპულარულ პროდუქტს სწორედ ERP სისტემები წარმოადგენენ, მათ შორის მცირე და საშუალო კომპანიებისთვის განკუთვნილი ERP Standard,  რომლის სტანდარტული ფუნქციონალიც შესაბამისობაშია თითქმის ყველა ინდუსტრიის კომპანიის ბიზნეს პროცესებთან. აღნიშნული სისტემის მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს პერსონალიზების შესაძლებლობა და სიმარტივე.

Salesforce

ამერიკული კომპანია Salesforce.com, Inc. რომელიც მუშაობს cloud ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ პროგრამულ გადაწყვეტილებებზე, ცნობილია როგორც CRM, ასევე ERP სისტემების ერთ-ერთი მსხვილი პროვაიდერი. კომპანიის პროდუქტები, FinancialForce და Rootstock იძენენ პოპულარობას, როგორც ბიზნეს პროცესების ავტომატიზების საშუალება. მათგან Rootstock წარმოადგენს მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანიებისთვის ყველაზე შესაბამის გადაწყვეტილებას.

Epicor

Epicor Software Corporation 1972 წელს დაარსებული ამერიკული კომპანიაა, რომლის ძირითადი პროდუქტები ფოკუსირებულია მწარმოებელ, დისტრიბუტორ, ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში მომუშავე კომპანიებზე. კომპანია ქმნის შემდეგ პროდუქტებს: ERP, CRM, SCM, HCM. მომხმარებლებს შეუძლიათ როგორც SAAS, ასევე On-Premise-ით სარგებლობა.