Nexia International-ის, იგივე Nexia-ს ინფორმაციით, მისმა ფინანსურმა მაჩვენებლებმა 2018 წლისთვის პირველად დაარღვია 4 მილიარდიანი ბარიერი. 2018 წელს, Nexia-ის საერთო საკომისიო შემოსავალი ქსელში 4.02 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი იყო – შედეგი 2017 წელთან შედარებით 11%-ით გაიზარდა. მათივე განცხადებით, გლობალური შემოსავლის მატება მსოფლიოს თითოეულ რეგიონში, ჩრდილო ამერიკისა და აზია/წყნარი ოკეანის ჩათვლით, ქსელის თანმიმდევრული ზრდის შედეგია.
მათივე განცხადებით, გასათვალისწინებელია გავითვალისწინოთ ქსელის ახალი წევრებიც ჩინეთიდან, რაც ნექსიას მიზანმიმართული რეკრუიტმენტის შედეგია აზია/წყნარი ოკეანის რეგიონში. ამასთან, 2018 წლის განმავლობაში ნექსია განაგრძობდა გლობალურ გაფართოებას ბელორუსიაში, ბულგარეთში, იტალიაში, მალიში, უგანდაში, ზამბიასა და ზიმბაბვეში. “ძალიან სასიამოვნოა, რომ უკვე მეორედ ერთ წელიწადში შევძელით გაგვეორმაგებინა ფინანსური მაჩვენებელი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგია გავაწევრიანოთ ქსელში მხოლოდ მაღალი ხარისხის მქონე ფირმები განვითარებული და განვითარებადი მსოფლიო ბაზრებიდან – კარგად მუშაობს.
ეს შთამბეჭდავი ზრდა არის შესანიშნავი მაჩვენებელი, რომ Nexia მთელს მსოფლიოში იზრდება და განაგრძობს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობების შექმნას წევრებისათვის“, – განაცხადა Nexia International- ის აღმასრულებელმა დირექტორმა კევინ არნოლდმა.
ნექსიას გლობალურ შედეგებს ეხმაურებიან ნექსიას ქართული ოფისიდანაც, სადაც აცხადებენ რომ წელი ფინანსურად წარმატებული იყო კომპანიისთვის.
„2018 წლის განმავლობაში კომპანია 100 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო ჯამურმა შემოსავალმა უკვე 4,4 მილიონ ლარს გადააჭარბა“, – განმარტავენ კომპანიაში.