ნექსია თიეი – თქვენი უფლებების დასაცავად – ხშირად დასმული კითხვები

  • ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
    მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ბიზნეს სუბიექტს, ვისაც არასამართლიანად დაეკისრათ საგადასახადო ჯარიმა და ამასთანავე არ გააჩნიათ  სათანადო  ფინანსური/ადამიანური რესურსი აწარმოონ საგადადასახადო დავები და მიიღონ მაღალკვალიფიციური მომსახურება.
  • როგორ ჩავერთოთ პროექტში?
    პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და დაელოდოთ ჩვენს გამოხმაურებას.
  • როდემდეა სარეგისტრაციო ფორმის შევსების ვადა?
    სარეგისტრაციო ფორმის შევსება შესაძლებელია 2019 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით. 
  • რამდენ ხანში გავიგებ პასუხს ვარ თუ არა ბენეფიციარი?
    კომპანია პასუხს გახდით თუ არა პროექტის ბენეფიციარი შეგატყობინებთ 4 სამუშაო დღეში სარეგისტრაციო ფორმაში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის მეშვეობით.
  • რას მოიცავს ამ პროექტის მომსახურება?
    პროექტის მომსახურება მოიცავს საგადასახადო დავების წარმოებას პროექტის ბენეფიციარის სახელით.
  • ვინ იქნება ჩემს საქმეზე პასუხისმგებელი პირი?
    იმ შემთხვევაში თუ გახდებით პროექტის ბენეფიციარი, მაშინ თქვენ დაგენიშნებათ საგადასახადო ექსპერტი, რომელსაც ექნება უშუალო კომუნიკაცია თქვენთან საგადასახადო დავების წარმოებისას.
  • სად შეიძლება დამატებითი ინფორმაციის მიღება პროექტის შესახებ?
    დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 25 606 25