„ნექსია თიეი“-სა და „საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმის ფარგლებში ორივე მხარემ პასუხისმგებლობა აიღო გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება და ხელი შეუწყონ პროფესიულ თანამშრომლობაში.

„მოხარული ვართ, რომ გავაფორმეთ მემორანდუმი „საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციასთან“. ეკოლოგიაზე ზრუნვა ჩვენს მოქალაქეობრივ ვალდებულებად მიგვაჩნია. ამასთანავე, ვაცხადებთ, რომ „ნექსია თიეი“ აქტიურად ჩაერთვება ნებისმიერ პროექტში, რომელიც ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრას დაისახავს მიზნად. ჩვენ მზად ვართ შევთავაზოთ განსაკუთრებული პირობები ასოციაციის წევრ სხვა ორგანიზაციებს, რათა გამოვხატოთ თანადგომა ყველა იმ კომპანიისადმი, რომლებიც „ნექსია თიეი“-ს მსგავსად მზად არიან განახორციელონ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები საქართველოს ეკოლოგიის დასაცავად და მის გასაუმჯობესებლად“, – აცხადებენ „ნექსია თიეის“ მმართველი პარტნიორები.

„მოხარულები ვართ, რომ საშუალება გვეძლევა ვითანამშრომლოთ ისეთი პროფესიონალების გუნდთან, როგორც ნექსია თიეია. „საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაცია’’ და მისი წევრი კომპანიები ისარგებლებენ ნექსია თიეის მაღალკვალიფიციური საკონსულტაციო მომსახურებით საგადასახადო, საკანონმდებლო და ბიზნესის განვითარების სფეროში, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს შესძლებლობებს. ‘’საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაცია’’ აქტიურად თანამშრომლობს ნარჩენების მართვის რეფორმის განმახორციელებელ სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არასამთავრობო სექტორთან“, – განაცხადა საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი გულიაშვილმა.