ნექსია თიეი სტარტაპერებისთვის ახალ სოციალურ პროექტს იწყებს!

ნექსია თიეი-ს, რომლის დეკლარირებული პოლიტიკაა საქართველოში ბიზნესის პარტნიორობა და მათი განვითარებისთვის ზრუნვა, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში იწყებს კიდევ ერთ პროექტს! 

ჩვენ დამწყებ მეწარმეებს (სტარტაპებს) ვთავაზობთ საერთაშორისო სტანდარტის მქონე ბუღალტერიისა და უმაღლესი ხარისხის საგადასახადო სერვისებზე განსაკუთრებულ ფასებს!

ბენეფიციარები საჭიროებისამებრ ბიზნეს-საკონსულტაციო მიმართულებით კომპანიის ცოდნასა და გამოცდილებასაც გაიზიარებენ.

სტარტაპები, რომლის დამფუძნებლებიც არიან საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს მიიღებენ კიდევ უფრო მეტ შეღავათს!

პროექტში მონაწილეობა შეუძლია ყველა დამწყებ, საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმეს (ფიზიკურ ან იურიდიულ პირს), რომლებსაც ჯერჯერობით არ აქვთ საკმარისი ფინანსური რესურსი უზრუნველყონ საკუთარი ბიზნესი მაღალი ხარისხის საბუღალტრო და საგადასახადო სერვისებით.

შეთავაზება მოიცავს შემდეგ სერვისებს:

  • მიმდინარე საბუღალტრო აღრიცხვა;
  • მიმდინარე საგადასახადო მხარდაჭერა;
  • ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
  • მხარდაჭერა საგადასახადო რევიზიის პირობებში

მომსახურების ღირებულება 200-300 ლარი (განისაზღვრება ინდივიდუალურად)

პროექტში ჩასართველად, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ბმულზე – https://forms.gle/d21Pes9UTSPX34DUA ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 225 606 25

 ნექსია თიეი მოტივირებულია წვლილი შეიტანოს საქართველოს ეკონომიკის ტემპების ზრდაში, ხელი შეუწყოს ახალ ბიზნესებს მეტად ფოკუსირდნენ საკუთარი პროდუქტის განვითარებაზე და იმავდროულად იყვნენ სრულად დაცულები საგადასახადო და საბუღალტრო რისკებისგან.