ნექსია თიეი ევროპა, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში კვლავ მეორე ადგილზეა

აუდიტორული კომპანია ნექსია თიეის მმართველი პარტნიორები მილანში ნექსია ინთერნეიშენალის EMEA-ს (ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ) რეგიონულ კონფერენციას დაესწრნენ. კონფერენცია ყოველწლიურად ტარდება და ქსელის წევრი კომპანიების დაახლოებას, შედეგების შეჯამებას, წარმატებების გაზიარებასა და მომავალი წლის მიზნების დასახვას ემსახურება. ასევე ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების წარმომადგენლებმა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე მიღებული გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს.კონფერენციაზე გამორჩეულად აღინიშნა ნექსია თიეი-ს სტაბილურად სწრაფი განვითარება წლების მანძილზე, რადგან კომპანია EMEA-ს რეგიონში ტრადიციულად უკვე მესამე წელია საუკეთესო სამეულში, მეორე ადგილზე იმყოფება ზრდის ტემპის მაჩვენებლით.

დასასრულს ნექსია თიეი-ს მმართველი პარტნიორი გელა მღებრიშვილი დამსწრე აუდიტორიის წინაშე წარსდგა საქართველოს შესახებ მომზადებული პრეზენტაციით.  ბატონმა გელამ ნექსია თიეი-ს წევრ კომპანიებს უფრო ახლოდან გააცნო საქართველოს კულტურა, ისტორია და მისი ბუნება, რითაც დიდი აღტაცება გამოიწვია.

მნიშვნელოვანია, რომ მომავალ წელს ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონულ კონფერენციას უკვე საქართველო უმასპინძლებს. ეს გადაწყვეტილება Nexia International-ის მმართველმა საბჭომ რეგიონის წევრ ქვეყნებთან ერთად ჯერ კიდევ 2018 წელს მიიღო.  კონფერენციის საქართველოში ჩატარება გულისხმობს, რომ 2020 წელს საქართველოში დაიხარჯება მილიონზე მეტი დოლარი, ხოლო საქართველო 200-ზე მეტი EMEA_ს რეგიონის ქსელის წევრი კომპანიების 200-ზე მეტი პარტნიორის წინაშე წარმოჩინდება როგორც უნიკალური ქვეყანა ტურისტული თვალსაზრისით.

 „ჩვენ მზად ვართ ვუმასპინძლოთ ასეთი სიდიდის კონფერენციას და ასევე ვგრძნობთ დიდ პასუხისმგებლობას ქვეყნისა და ნექსია ინთერნეიშენალის წინაშე. ნექსია თიეი არის პირველი აუდიტორული კომპანია საქართველოში რომელიც თავის ქსელში ასეთ მასშტაბურ ღონისძიებას უმასპინძლებს“, – განმარტავენ კომპანიაში.