„ნექსია თიეი”, რომელიც მსოფლიოს ტოპ ათეულში შემავალ საბუღალტრო და საკონსულტაციო ქსელს Nexia International-ს 2014 წლიდან შეუერთდა, პროგრამა „სტარტაპერის“ პარტნიორი კომპანია ხდება და დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებისთვის სპეციალურ პროდუქტს – „ნექსია თიეი- სტარტაპერისთვის“ ქმნის.
„ნექსია თიეის“ შესახებ:
Nexia-ს ქსელი მსოფლიოს მასშტაბით 120-ზე მეტ ქვეყანაში, 650-ზე მეტ ოფისს აერთიანებს. „ნექსია თიეი“ საერთაშორისო ქსელს უკვე 5 წელია შეუერთდა და საქართველოში სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებს საბუღალტრო და საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს;
კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებული სერვისები საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს: აუდიტს, ბუღალტერიას, გადასახადებს, (სატრანსფერო ფასწარმოქმნა), კონსალტინგს, იურიდიულ მომსახურებას, ნექსია სოლუშენსა და ნექსია თიეი აკადემიას.
„ნექსია თიეი“ მომსახურებას უწევს როგორც მსხვილ და საშუალო, ასევე მცირე ზომის ბიზნესებს. მისი კლიენტები ის კომპანიები არიან, რომლებიც ოპერირებენ წარმოების, ფინანსების, ვაჭრობა/დისტრიბუციის, საბანკო, სამშენებლო, ინფორმაციული ტექნოლოგიების და სხვა მიმართულებით.
„ნექსია თიეი“ განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიაა. დამფუძნებლებს მიაჩნიათ, რომ განვითარება კვალიფიციური გუნდის გარეშე შეუძლებელია. „პერსონალის შერჩევის ჩვენი სტრატეგია მარტივი, თუმცა ამავდროულად, საკმაოდ კომპლექსური პროცესია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კადრის განათლება და გამოცდილება, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებთ მის მიზანდასახულობას და პირადი განვითარების სურვილს“, – ამბობს „ნექსია თიეის“ დაფუძნებელი გელა მღებრიშვილი.
„ნექსია თიეის“ გუნდს წარმოადგენს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე 150-ზე მეტი პროფესიონალი კადრი, რომლებიც მუდმივად ცდილობენ განვითარდნენ, შეიძინონ ახალი უნარები კლიენტების ინტერესების სასარგებლოდ. კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ სლოგანი: „უფრო ახლოს თქვენთან“ „ნექსია თიეი-ს“ სტრატეგიას უსვამს ხაზს და თავისი შინაარსით, კლიენტთან, მისი საჭიროებებიდან გამომდინარე კიდევ უფრო ახლოს დგომას გულისხმობს.
„ნექსია თიეი-სთან“ თანაშრომლობით თქვენ იღებთ უმაღლესი ხარისხის, დამკვეთზე ორიეინტირებულ სერვისს, საერთაშორისო კავშირებთან თანაშრომლობის შესაძლებლობას, მისაღებ ფასებს, თითქმის ყველა სექტორში, ლოკალური და გლობალური გამოცდილების მქონე მაღალი კვალიფიკაციის მქონე თანაშრომელთა გუნდის მხარდაჭერას“, – ამბობს გელა მღებრიშვილი.
კომპანიის სანდოობას „ნექსია თიეის” მიერ მიღწეეული წარმატებები და დამკვეთი კომპანიების პოზიტიური გამოხმაურებები უსვამს ხაზს. კომპანიამ ასრებობის 5 წლის მანძილზე არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. „ნექსია თიეი-მ“ 2017 წელს ნექსია ინთერნეიშენალის ქსელის 115 ქვეყნის 650-ზე მეტ ოფისს შორის წლის კომპანიის ტიტული მიიღო, ხოლო 2018 წელს ნექსია გახდა ერთადერთი კომპანია საქართველოდან, რომელიც #1-მა საბუღალტრო გამოცემა, IAB-მ დააჯილდოვა ბუღალტერიის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
„ნექსია თიეი –სტარტაპერისთვის“
„ნექსია თიეი-მ“ თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერთან“ ერთად დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებისთვის სპეციალური პროდუქტი – „ნექსია თიეი -სტარტაპერისთვის“ შექმნა. შეთავაზების ფარგლებში, სტარტაპერებს შესაძლებლობა ექნებათ, საერთაშორისო სტანდარტის მქონე ბუღალტერიისა და დაგადასხადო სერვისებზე განსაკუთრებული ფასებით ისარგებლონ. ხოლო ის სტარტაპები, რომლის დამფუძნებლები საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები არიან, სხვადასხვა მომსახურებაზე კიდევ უფრო დიდ შეღავათებს მიღებენ.
ერთობლივი შეთავაზება მოიცავს შემდეგ სერვისებს:
- მიმდინარე საბუღალტრო აღრიცხვა;
- მიმდინარე საგადასახადო მხარდაჭერა;
- ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
- მხარდაჭერა საგადასახადო რევიზიის პირობებში
„ნექსია თიეის მიზანია, წვლილი შეიტანოს საქართველოს ეკონომიკის ტემპების ზრდაში, ხელი შეუწყოს ახალ ბიზნესებს, მეტად ფოკუსირდნენ საკუთარი პროდუქტის განვითარებაზე და ამავდროულად იყვნენ სრულად დაცულები საგადასახადო და საბუღალტრო რისკებიგან. სწორედ ეს იყო ჩვენი „სტარტაპერთან“ პარტნიორობის მიზეზიც“, – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
„ნექსია თიეი-სტარტაპერისთვის“ შეთავაზებით სარგებლობისთვის, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შეავსონ სააპლიკაციო ფორმა ბმულზე – https://forms.gle/d21Pes9UTSPX34DUA ან დაუკავშირდნენ კომპანიას, ნომერზე: 2 25 606 606.
სამომავლო გეგმები:
„ნექსია თიეის“ ამბიციური მიზნები და გეგმები აქვს. კომპანია 2019 წელს სოციალური მიმართულებით გააქტიურებას გეგმავს. „ნექსია თიეიში“ მიაჩნიათ, რომ კომპანიის ზრდასთან ერთად საზოგადოების წინაშე აღებული პასუხისმგებლობა სულ უფრო მზარდი უნდა იყოს. კომპანიის მომხმარებლებს უახლოეს მომავალში კონსალტინგის, იურიდიული, საგადასახადო, საბუღალტრო, აუდიტორული და პროგრამული მომსახურების მიმართულებებით საინტერესო სიახლეები ელით.