„ნექსია თიეიმ“ Startup Grind Tbilisi-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო

„ნექსია თიეიმ“, რომელიც უკვე მეხუთე წელია წარმოადგენს ტოპ ათეულში შემავალ საერთაშორისო ქსელ Nexia International-ს საქართველოში, 23 მარტს მონაწილეობა მიიღო Startup Grind Tbilisi-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც დამწყები მეწარმეების მხარდასაჭერად გაიმართა.

Startup Grind Tbilisi-მ უმასპინძლა ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართველ სტარტაპს ევროპაში – Raisin-ს. ღონისძიების მიზანი უცხოეთში მცხოვრები წარმატებული ქართველების ახალგაზრდა სტარტაპებთან დაახლოება იყო, რაც საბოლოო ჯამში საქართველოში სტარტაპების, ინოვაციური ეკოსისტემის და სტარტაპ საზოგადოების განვითარებას ემსახურებოდა. ღონისძიება სასტუმრო რუმსში ჩატარდა და მას 500-ზე მეტი მონაწილე დაესწრო.

„ნექსია თიეი“-მ Startup Grind Tbilisi-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ახალი პროექტი წარადგინა. კომპანიამ დამწყებ მეწარმეებს (სტარტაპებს) „ნექსია თიეის“ საერთაშორისო სტანდარტის მქონე ბუღალტერიასა და საგადასახადო სერვისებზე განსაკუთრებული ფასები შესთავაზა.

პროექტი ასევე საჭიროების შემთხვევაში ბენეფიციარებისთვის ბიზნეს-საკონსულტაციო მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასაც გულისხმობს.

ის სტარტაპები, რომლის დამფუძნებლებიც წარმოადგენენ საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს მიიღებენ კიდევ უფრო მეტ შეღავათს.

„ნექსია თიეი“-ს ახალ პროექტში მონაწილეობა შეუძლია ყველა დამწყებ, საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმეს (ფიზიკურ ან იურიდიულ პირს), რომლებსაც ჯერჯერობით არ აქვთ საკმარისი ფინანსური რესურსი საკუთარი ბიზნესის მაღალი ხარისხის საბუღალტრო და საგადასახადო სერვისებით უზრუნველსაყოფად.

ნექსია თიეი მოხარულია აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობით. კომპანიის დეკლარირებული პოლიტიკა საქართველოში ბიზნესის პარტნიორობა და მათი განვითარებისთვის ზრუნვაა, ასევე კომპანია მოტივირებულია წვლილი შეიტანოს საქართველოს ეკონომიკის ტემპების ზრდაში, ხელი შეუწყოს ახალ ბიზნესებს მეტად ფოკუსირდნენ საკუთარი პროდუქტის განვითარებაზე და იმავდროულად იყოს სრულად დაცულები საგადასახადო და საბუღალტრო რისკებისგან.

პროექტში ჩართვა შესაძლებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსებით: https://forms.gle/d21Pes9UTSPX34DUA ან კომპანიის ცხელ ხაზზე დაკავშირებით ნომერზე: 225 606 25.