ნექსია თიეი – ყველაზე სწრაფად მზარდი აუდიტორული კომპანია ქართულ აუდიტორულ ბაზარზე

„ნექსია თიეი“ ეს არის კომპანია, რომელმაც საქართველოს ბაზარზე ძალიან მოკლე დროში შეძლო პოზიციონირება, როგორც მაღალი ხარისხის აუდიტორული სერვისის მიმწოდებელმა კომპანიამ, რომელიც მუდამ მხარს უჭერს ბიზნესის განვითარებას და თითოეულ კლიენტს ინდივიდუალურად მორგებულ სერვისებს სთავაზობს. “ნექსია თიეი” მაქსიმალურად ორიენტირებულია ბიზნეს სექტორის განვითარებაზე სხვადასხვა პროექტების განხორციელებითა თუ აქტივობების საშუალებით.

დღესდღეობით კომპანიას 300-ზე მეტი წამყვანი ფირმა ანდობს თავის ბუღალტრულ, აუდიტორულ, საგადასახადო თუ იურიდიულ სერვისებს, მათ სამსახურში კი უკვე „ნექსია თიეი“-ს 150-ზე მეტი თანაშრომელია.

2019 წელი „ნექსია თიეი“-მ კვლავ მნიშვნელოვანი შედეგებით დაიწყო. კომპანიის შემოსავალი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით 2018 წელთან შედარებით 196 %-ით გაიზარდა, ეს პროცენტული მაჩვენებელი საქართველოს აუდიტორული ბაზრის ტოპ ათეულში შემავალ კომპანიებში ყველაზე დიდია და ამასთანავე ასახავს მხოლოდ ფინანსური აუდიტის წლიურ შედეგებს, რომელმაც წლის მანძილზე 1 209 749 ლარი შეადგინა.

2017 წელს „ნექსია თიეის“ ფინანსური აუდიტის მიმართულების ჯამური შემოსავალი 2016 წელთან შედარებით 293 %-ით გაიზარდა, ხოლო რეგიონული მასშტაბით კომპანია ბოლო წლებია უცვლელად რჩება Nexia International-ის ტოპ სამ ოფისს შორის – განსაკუთრებით სწრაფი ზრდის ტემპის გამო. 2018 წელს კომპანია მთლიანობაში 100 პროცენტამდე გაიზარდა და ძალიან წარმატებული იყო მისი ყველა მიმართულებისათვის. 2018 წელს ნექსია თიეი-ს ჯამურმა შემოსავალმა 4,4 მილიონ ლარს გადააჭარბა, აქედან ბუღალტერიის შემოსავლებმა 1 609 712, ხოლო საგადასახადო მიმართულების შემოსავლებმა 1 413 035 ლარი შეადგინა.

„ნექსია თიეი“ კვლავ განაგრძობს სწრაფი ტემპით ზრდას და ისინი დარწმუნებულები არიან, რომ 2019 წელს კომპანია კიდევ უფრო დიდი მიღწევებით დაასრულებს. სულ მალე კი საზოგადოებას კონსალტინგის, იურიდიული, საგადასახადო, საბუღალტრო, აუდიტორული და პროგრამული მომსახურების მიმართულებებით საინტერესო სიახლეები ელით.