The Financial – ფინანსური მომსახურების სექტორი, საქართველოს ბაზარზე სწრაფ ზრდას განაგრძობს, ნექსია თიეი ისწრაფვის, რომ იყოს მისი გამორჩეული წარმომადგენელი.
Nexia International-ი დღესდღეობით 120-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, 2018 წელს მათმა საერთო შემოსავალმა 4 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
ძალიან ქარიზმატიული სამეულის: ბორის მეგრელიშვილის, დავით ლომიძისა და გელა მღებრიშვილის ხელმძღვანელობით ნექსია საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან მოღვაწეობს.
ნექსია თიეი-ს განვითარება ამ წლების მანძილზე შეუდარებელი იყო, 2016 დან-2017-მდე, 2017-დან 2018-მდე, კომპანიის შემოსავლები 100 %-ით იზრდებოდა.
ასეთ წარმოუდგენელ ზრდასთან ერთად, ნექსია თიეიმ სამართლიანად ტოპ პოზიციები დაიკავა ბაზარზე, რაშიც მას 5 წელზე ნაკლები დასჭირდა.
წარმატება შეუმჩნეველი არ დარჩენილა – ნექსია თიეი Nexia Internetional-ის მიერ ქსელში 2017 წელს წლის კომპანიად დასახელდა (აღსანიშნავია, რომ დღესდღეოიბით ნექსიას აქვს ფილიალები 120-ზე მეტ ქვეყანაში).
Nexia International-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კევინ არლონდსმა აღნიშნა: ჯილდო გადაეცა გუნდს, რომელთა წვლილიც ნექსიას ქსელის განვითარებაში შეუდარებელია.
“გამარჯვებისთვის ყველა კრიტერიუმს რომ ვაკმაყოფილებთ, ეგ არ არის ჩვენი გუნდის ერთადართი წარმატება, რომლითაც ჩვენ ვამაყობთ“ განაცხადა კომპანიის მმართველმა პარტნიორმა, გელა მღებრიშვილმა. 115 ქვეყანას შორის საუკეთესოდ ყოფნით საქართველო ჩვენს რუკაზე შესამჩნევი გავხადეთ და მას შემდეგ ძალიან ბევრმა ინვესტორმა მოგვმართა, საქართველოზე მეტი ინფორმაციის მიღების სურვილით. ჩვენ ბევრი კითხვა დაგვისვეს ჩენი ქვეყნის სამეწარმეო სექტორების შესახებ, მათ შორის ბევრი უახლოეს მომავალში უკვე ბიზნესის დაწყებას გეგმავს საქართველოში.
გუნდს ეამაყება საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა. „ ჩვენ გვჯერა, რომ უცხოური ინვესტიციები გაზრდის ჩვენს ეკონომიკას. ფაქტი, რომ ნექსია თიეი ასეთ დიდ საქმეს ხელს უწყობს ჩვენთვის დიდი მოტივაციაა გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა“. აცხადებს ნექსია თიეი-ს მმართველი პარტნიორი ბორის მეგრელიშვილი.
და ასეთ მოტივაციას როგორც ჩანს მათზე ძალიან პოზიტიური გავლენა აქვს.
გამარჯვება ნექსია თიეი-სთვის ჩვეული მოვლენა გახდა. ქართველებმა გააოცეს მსოფლიო მათი შემდეგი ჯილდოთი – IAB-ის მიერ ბუღალტერიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
საერთაშორისო საბუღალტრო ბიულეტინი (IAB), #1 საბუღალტრო ჟურნალი მსოფლიოში ძალიან მკაცრი კრიტერიუმებით აფასდებდა კონკურსში პრეტენდენტებს.
„არც ერთი ქართული აუდიტორული კომპანია არასოდეს ყოფილა ნომინირებული, არა თუ მიუღია ჯილდო IAB-ის მიერ, რაც კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის ნექსია თიეი-ს ამ მიღწევას,“ ნექსია თიეი-ს წარმომადგენლებმა უთხრეს The FINANCIAL-ს.
„ჩვენ დარწმუნებულები ვიყავით, რომ ჩვენ ამ კრიტერიუმებს ვაკმაყოფილებდით, მაგრამ არავის შეუძლია იყოს 100 %-ით დარწმუნებული ასეთ მკაცრ კოკურენციაში, რომ გავიმარჯვებდით. ვერც კი ავღწერთ იმ ემოციას, რაც ჩვენ გვქონდა, როდესაც გამოგვაცხადეს გამარჯვებულად.“ აღნიშნა ნექსია თიეი-ს მმართველმა პარტნიორმა დავით ლომიძემ.
როგორც ორი პრესტიჟული ნომინაციის ჯილდოს მფლობელები, Nexia TA აგრძელებს მუშაობას, რომ გახდეს საუკეთესო კომპანია საქართველოს ბაზარზე.
„ჩვენ მოვახერხეთ რომ ვყოფილიყავით საქართველოში ტოპ პოზიციებზე სულ რაღაც 5 წელში, სამი წელი აქედან ჩვენ ვგეგმავთ, რომ ვიყოთ უკვე ტოპ 5-ში.“ დავით ლომიძემ განუცხადა The FINANCIAL-ს.
ამჟამად ნექსია თიეი მოიცავს: აუდიტს, საგადასახადო სერვისს სატრანსფერო ფასწარმოქმნის ჩათვლით, ბუღალტერიას, საკონსულტაცო მომსახურებას, იურიდიულ სერვისსა და პროგრამულ უზრუნველყოფას.
„ჩვენ არ ვართ უბრალოდ აუდიტორული კომპანია, ჩვენ ვთავაზობთ სერვისებს საუკეთესო ხარისხით. ჩვენ იმდენად დარწმუნებულები ვართ ჩვენს პროფესიონალიზმში, რომ გარანტიას ვაძლევთ ჩვენს დამკვეთებს, რომ მათი გუნდები, ნებისმიერი მაკონტროლებელი ინსტიტუციების წარმომადგენლებს შეხვდებიან მხოლოდ ორჯერ – პირველი შეხვედრისას და დამშვიდობებისას – დანარჩენზე ჩვენ ვიზრუნებთ.“ გელა მღებრიშვილმა სიამაყით განუცხადა The FINANCIAL-ს.
კომპანიის თავდაჯერებულობა და პროფესიონალიზმი კი ნამდვილად დასაფასებელია.
აქვე, ერთი ნაკლებად ცნობილი სერვისი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს დიდ დაფასებას: 2019 წლის დასაწყისიდან, ნექსია თიეი სთავაზობს უფასო მომსახურებას იმ კომპანიებსა და მოქალაქეებს, რომლებიც უსამართლოდ დაჯარიმდნენ, და ფინანსური, გამოცდილების ან ადამიანური რესურსის არ ქონის გამო ვერ ახერხებენ საქმის წარმოებას სასამართლოში.
მხოლოდ 1 ლარად, ექსპერტების გუნდი სრულად იზრუნებს თქვენს საგადასახადო პრობლემებზე.
„ხალხი მოდის ჩვენთან დაბნეული და გვეკითხება, თუ მართლა გვაქვს მსგავსი სერვისი ერთ ლარად, ჩვენ არ გვიკვირს მათი გაოცების, რადგან ზოგჯერ ეს მეტისმეტად კარგად ჟღერს, რომ სიმართლე იყოს. მით უმეტეს ისეთ ინდუსტრიაში, სადაც ნებისმიერი აქტივობა მიმართულია მოგების მისაღებად. ჩვენ გვჯერა, რომ ამ სტერეოტიპის დარღვევა აუცილებელია. მივიჩნევთ, რომ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) ძალიან მნიშვნელოვანია და სამაგალითო კომპანია საზოგადოებისთვის სარგებლობის მომტანიც უნდა იყოს. ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ ასე მოვიქცეთ.“ ამბობს ბორის მეგრელიშვილი.
ამჟამად, მათი სერვისის წყალობით უკვე ბევრმა ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირმა შეძლო აერიდებინა არასამართლიანი ჯარიმა. ამასთან ერთად, კიდევ უფრ შთამბეჭდავია, ავღნიშნოთ, რომ მათ არასოდეს წაუგიათ სასამართლო პროცესი და ინარჩუნებენ 100 %-იან მოგების მაჩვენებელს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ნექსია თიეი-ს პროფესიონალიზმს.
კომპანიაში 150 თანაშრომელი სრული გრაფიკით არის დასაქმებული, მათი დასაქმების კრიტერიუმები კი ძალიან პროგრესულია. კვალიფიკაცია და ხარისხი ფინანსური სკოლებიდან რათქმა უნდა მნიშვნელოვანი ფაქტორებია კადრის შერჩევისას, მაგრამ პირადი განვითარების სურვილი და კრიტიკული აზროვნება, არის ის რასაც ნექსია თიეი-ს თანაშრომელი აუცილებლად უნდა ფლობდეს.
„ზოგჯერ გვაქვს შემთხვევები, როდესაც ვხვდებით ნიჭიერ ახალგაზრდას, რომელსაც არ აქვს ძალიან მაღალი GPA. თუ კი ჩვენ დავინახავთ პიროვნული განვითარებისკენ სწრაფვას, მოტივაციას და მივიჩნევთ, რომ მას მაღალი პრაქტიკული ღირებულების მოტანა შეუძლია გუნდისთვის, ჩვენ აუცილებლად ვითანამშრომლებთ მასთან.“ განაცხადა გელა მღებრიშვილმა.
ნექსია თიეი დიდ ყურადღებას უთმობს პერსონალის განვითარებას, სწორედ ამ მიზნით დაარსა ნექსია თიეი აკადემია, სადაც უსასყიდლოდ ტარდება ლექციები თანაშრომლებისათვის.
„ქართული უნივერსიტეტები გვიგზავნიან ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ კრიტიკული აზროვნება და სხვა საჭირო უნარები რომ ჰქონდეთ შესანიშნავი კარიერა, მაგრამ მათ არ აქვთ გამოცდილება და იმ ბიზნეს სექტორის სიღრმისეული ცოდნა, რომელშიც ნექსია თიეი მოღვაწეობს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ რომ ეს ნიჭიერი ადამიანები ჩვენი აკადემიის დახმარებით განვითარდებიან და ძალიან პროდუქტიული თანაშრომლები გახდებიან ჩვენი კომპანიისთვის.
ნექსია თიეი-ს, როგორც გუნდს აქვს ყველა საჭირო თვისება გახდნენ დომინანტი კომპანია ბაზარზე. ნექსია თიეი-ს მომავლის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება აქვს და მიაჩნიათ, რომ საუკეთესო ჯერ კიდევ წინ ელოდებათ.
აღნიშნული სტატია წარმოადგენს The FINANCIAL-ის სტატიისთარგმანს