ნექსიას წლიურმა შემოსავალმა 8 მილიონს გადააჭარბა

Nexia TA

Nexia TA-მ გასული წელი, ტრადიციულად, მზარდი შემოსავლებით დაასრულა. განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები კომპანიის თანამშრომლებმა წლის შემაჯამებელ კორპორატიულ ღონისძიებაზე განიხილეს, რომელიც ბაკურიანში, სასტუმრო „ბაკურიანი ინნ“-ში გაიმართა.

Nexia TA-ის მმართველი პატნიორის, გელა მღებრიშვილის თქმით, კომპანიის 8-წლიან მოღვაწეობას კიდევ ერთი სიმბოლური დატვირთვა აქვს, – 2021 წელი Nexia-მ 8 მილიონზე მეტი ჯამური შემოსავლით დახურა.

„მოხარული ვართ, რომ დღეს ჩვენი გუნდის წევრებთან ერთად ვაჯამებთ ჩვენს საქმიანობასა და მიღწევებს. რა თქმა უნდა, წარმატების უკან ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებსაც უდიდესი შრომითა და პროფესიონალიზმით შეუძლიათ შექმნან კომპანიის ისტორია! მადლობა თითოეულ ნექსიელს, რომ ჩვენი საქმიანობის მერვე წელი 8 მილიონიანი შემოსავლით დავხურეთ“, – აღნიშნა გელა მღებრიშვილმა.

Nexia TA

Nexia TA-ის მმართველი პარტნიორების თქმით, კომპანია კვლავ განაგრძნობს სწრაფი ტემპით ზრდას და მომდევნო წლის დასრულებას კიდევ უფრო დიდი მიღწევებით გეგმავს. შემაჯამებელ ღონისძიებაზე პარტნიორებმა კონსალტინგის, იურიდიული, საგადასახადო, საბუღალტრო, აუდიტორული და პროგრამული მომსახურების მიმართულებებით საინტერესო სიახლეები დააანონსეს.

ტრადიციულად, Nexia-მ თავისი გუნდის განვითარებასა და განწყობაზეც იზრუნა. 2-დღიან შემაჯამებელ ღონისძიებას თანამშრომლებთან ერთად, მოწვეული სტუმრებიც დაესწრნენ, – ფსიქოლოგმა ზურაბ მხეიძიემ Nexia-ს გუნდისთვის მორიგი ლექცია-სემინარი გამართა, თემაზე „ურთიერთობების ფსიქოლოგია“. ღონისძიების საზეიმო განწყობაზე კი იზრუნეს დავით ილურიძის ბენდმა, “Live Project”-მა და DJ დოსმა.