პორტუგალიაში Nexia-ს საერთაშორისო კონფერენციები გაიმართა

Nexia

პორტუგალიაში, ქალაქ ლისაბონში, ?????-ს ??? და ???? საერთაშორისო კონფერენციები გაიმართა, რომლებშიც ?????-ს ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქსელის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა. აღნიშნულ ღონისძიებებს საქართველოდან ????? ??-ის მმართველი პარტნიორები – გელა მღებრიშვილი, ბორის მეგრელიშვილი, დავით ლომიძე, და დავით მამრიკიშვილი ესწრებოდნენ.

????-ს (Europe, Middle East, Africa) კონფერენციაზე განხილული იყო ბრენდისა და ახალი შესაძლებლობების ზრდის სტრატეგიები. ?????-ს საგადასახადო კონფერენციამ კი, გამოცდილების გაზიარების მიზნით, ტრადიციულად, გააერთიანა გლობალური ქსელის პროფესიონალები.

„მოხარული ვართ, მონაწილეობა მივიღოთ ასეთ მასშტაბურ კონფერენციებში, რომლებმაც პანდემიის შემდეგ, კვლავ შეკრიბა ჩვენი გუნდის პროფესიონალები მთელი მსოფლიოდან. საერთაშორისო ქსელის წევრობა გაძლევს იმის საშუალებას, რომ მსოფლიოს დაუახლოვდე, – ყველა ქვეყანაში გყავდეს მეგობრები და კოლეგები, რომლებთანაც შეძლებ გამოცდილების, რჩევებისა და იდეების გაზიარებას და რომლებიც დაგეხმარებიან შენი ბიზნესისა თუ ბიზნესგადაწყვეტილებების განვითარებაში. ჩვენთვის, როგორც ?????-ს არაპირდაპირი გადასახადების (Indirect Tax Group) ჯგუფის წევრებისთვის, აღნიშნული კონფერენციების კიდევ ერთი, საინტერესო ნაწილი იყო ევროპული სასამართლოს (ECJ – European Court of Justice) კონკრეტული ქეისების და გადაწყვეტილებების განხილვა, რაც ქართულ პრაქტიკაში, დღგ-ს ახალი ცვლილებებიდან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია. მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ბრენდისთვის, არამედ ჩვენი კლიენტი კომპანიებისთვის. მადლობა ????? ?????????????-ის გუნდს ამ შესაძლებლობისთვის“ – ????? ??-ის მმართველი პარტნიორი, დავით მამრიკიშვილი.