მთავარი ბუღალტრობიდან  მენეჯერის პოზიციაზე, – პირველი პრეცედენტი Nexia-ს ისტორიაში და კომპანიის ერთგვარი ისტორია

ლიკა კოღუაშვილი

„ნექსიაში მუშაობა 2020 წლიდან დავიწყე.  აქ მოსვლის თარიღი ჩემთვის ყოველთვის იქნება გარდამტეხი ჩემს კარიერულ და პროფესიულ ცხოვრებაში. თითქოს, აქამდე სულ სხვა პროფესიული ცხოვრებით ვცხოვრობდი  და იმ კონკრეტული დღიდან სრულიად სხვა სიმაღლეეები, სხვა განათლება,  სხვა ცოდნის მიღებისა და გაზიარების საშუალება მომეცა.

როცა კომპანიაში მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე დავიწყე მუშაობა, ზურგს საუკეთესო პროფესიონალები, ვიტყოდი, რომ ნექსიას ვარსკვლავები – დავით მამრიკიშვილი და შორენა წიკლაური მიმაგრებდნენ. ეს იყო ის ეტაპი, როცა საკუთარი ცოდნის გაღრმავების, პროფესიული ზრდის ჟინთან, შრომისმოყვარეობასთან, გამოცდილების მიღების დაუოკებელ სურვილთან ერთად, ალბათ, იღბალიც ერია. გამიმართლა, რომ მოვხვდი დიდ და მნიშვნელოვან პროექტში და მაქსიმალურად შევეცადე წარმომეჩინა ჩემი შესაძლებლობები.  ამ პროექტზე მუშაობისას ჩემი გუნდის წევრებმა, მხარდაჭერითა და გვერდით დგომით, საკუთარი თავის რწმენა  ჩამინერგეს. ამ რწმენით უდიდესი პასუხისმგებლობა გამიჩნდა და ვალდებულად ვიგრძენი თავი მათ წინაშე, რომ მოლოდინები გამემართლებინა. აღფრთოვანებული ვიყავი  ამ ადამიანებით  და სწორედ, ამან განაპირობა ჩემი ძალიან დიდი მოტივაცია, სტიმული და ირმის ნახტომისებური ზრდა-განვითარება. მალე, მთავარი ბუღალტრობიდან  მენეჯერის პოზიციაზე გადავინაცვლე და ასე შეიქმნა პირველი პრეცედენტი „ნექსია თიეის“ ისტორიაში, როცა დასაქმებულმა მთავარი ბუღალტრობიდან  მენეჯერულ პოზიციაზე გაინაცვლა.

ზოგადად, ჩემი პროფესიული კარიერა შემოსავლების სამსახურში  2010 წლიდნ დავიწყე  და შემდეგ, 2020 წლამდე, სხვადასხვა აუდიტორულ კომპანიებში ვმუშაობდი. მთელი ის ცოდნა და გამოცდილება, რაც  სხვადასხვა სფეროში მქონდა დაგროვილი ჩემი ხელმძღვანელების დახმარებით დავალაგე, დავაორგანიზე და თავი მოვუყარე, გავაუმჯობესე ჩემი ანალიტიკური უნარები, ვიმუშავე საკუთარ თავზე. ვფიქრობ,  ადამიანის ყველაზე დიდი ნიჭი არის შრომა და შრომისმოყვარეობა – ეს ჩემი მთავარი სათქმელია.

„ნექსია“ კი  ჩემთვის ყოველთვის იქნება კომპანია,  სადაც უპირატესია განათლება, ცოდნა და მაღალი ხარისხითა და სტანდარტებით მომსახურება. ეს არის კომპანია, რომელიც ორიენტირებულია  ადამიანებზე და ადამიანებთან მაქსიმალურად კომფორტულ ურთიერთობებზე.

ნექსიას ბუღალტრული მომსახურების მთავარი ბენეფიტები

ნექსიას ბუღალტრული მომსახურების ერთ-ერთი მთავარი ბენეფიტი არის ის რომ, განურჩევლად კომპანიის მასშტაბისა, მომსახურების ნებისმიერი პაკეტი მოიცავს მინიმუმ სამი ადამიანის მომსახურებას: ბუღალტრის, ბუღალტერიის მიმართულების მენეჯერისა და საგადასახადო მიმართულების მენეჯერის, რაც იმას ნიშნავს, რომ კლიენტ კომპანიას, რომელსაც ემსახურება მსოფლიო ათეულში მყოფი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით დაცული და უზრუნველყოფილი აქვს  თავისი ინტერესები. ბუღალტრული მომსახურების მინიმალური პაკეტიც კი მოიცავს საგადასახადო კონტროლს, კონსალტინგს, საგადასახადო დეკლარაციების შემოწმებას, გადახედვას, რაც, ფაქტობრივად მცირე და საშუალო ბიზნესს  ფინანსური ანალიტიკოსისა ფინანსური მენეჯერის ხარჯებსაც უზოგავს.

ნექსიასთან თანამშრომლობისას, კლიენტ კომპანიას არ უწევს ბუღალტრის კვალიფიკაციაზე მუდმივი ზრუნვა და ჩვენი ბუღალტრული მომსახურება ავტომატურად მოიცავს იმ დანახარჯებსაც, რომელიც შეიძლება, ამათუ იმ კომპანიას, დაუჯდეს ბუღალტრის კადრის შენახვის შემთხვევაში. ჩვენთან ბუღალტრები მუდმივად გადიან კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს, იქნება ეს საერთაშორისო სტანდარტების სრული კურსი, მცირე და საშუალო ბიზნესისა თუ  მეოთხე კატეგორიის კურსები. ამასთან, გადიან ტერენინგებს  რეპორტინგის მიმართულებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ბუღალტრული მომსახურება მოიცავს არამხოლოდ, დებეტისა და კრედიტის დონეზე ბუღალტრულ მომსახურებას, არამედ ფაქტობრივად,  შეთავსებული აქვს ფინანსური მენეჯმენტის გარკვეული ნაწილიც რეპორტინგის მიმართულებით.

აქ არის გარემო, სადაც შეგიძლია…

მე ვიტყოდი, რომ  ის მეგობრული გარემო, რომელიც  ჩვენს კომპანიაშია,  თვალსაჩინოა არამხოლოდ  შიდა კადრებთან ურთიერთობისას, არამედ კლიენტებთან თანამშრომლობისას. აქ ნამდვილად  არის გარემო, სადაც შეგიძლია მიაღწიო დასახულ მიზნებს. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერთან ერთად,  ნექსია გვაძლევს პროფესიული იდეების  გაზიარებისა და  საინტერესო ადამიანებთან კონტაქტების გაფართოების  საშუალებას.

მეტი,  ვიდრე კლიენტ-კომპანიებთან ფურცელზე შედგენილი ხელშეკრულება

ხშირად ხდება, რომ ჩვენ არამარტო კონსულტაციებს გვთხოვენ ბუღალტერიის და საგადასახადო მიმართულებით, არამედ ვასრულებთ ბიზნეს-კონსულტანტის ფუნქციასაც. ვერთვებით ხელშეკრულებების იურიდიუულ  ნაწილში, გავცემთ რეკომენდაციებს ბუღალტრული აღრიცხვისა  და საგადასახადო  მიმართულებით. სწორედ,  ამ ჯანსაღი დამოკიდებულებიდან გამომიდინარე, კლინტები ხშირად მოგვმართავენ არამარტო უშუალოდ იმ კომპანიაზე, რომელსაც ვემსახურებით, არამედ პირადი შეკითხვებითაც.  ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მოვერგოთ  კლიენტების მოთხოვნებს და ყოველთვის, რაზეც  ვთანხმდებით  გარიგების პირველ ეტაპზე, ვცდილობთ, სრულად და ზედმიწევნით დავიცვათ. ამიტომ, არასოდეს  გვყოლია იმედგაცრუებული კლიენტები.

დღეს, ყველაზე დიდი გამოწვევა ბუღალტერიაში არის…

როდესაც ამ სფეროში მუშაობა დავიწყე, აბსოლუტური რევოლუცია მოხდა საკანონმდებლო  საგადასახადო  თვალსაზრისით,  – დაიწერა ჯერ  ერთი კანონი, შემდეგ – მეორე,  2011 წლიდან  სრულად შეიცვალა  საგადასახადო კოდექსი.  ამასთან, 2018 წლიდან ამოქმედდა ბუღალტერიის შესახებ კანონი და სავალდებულო გახდა ბუღალტერიის აუდიტისა და ზედამხვედელობის სამსახურისთვის ფინანსური ანგარიშგებების ყოველწლიური გაგზავნა. ამ მოვლენებმა გამოიწვია ბუღალტრებისთვის  სავალდებულო  კვალიფიკაციის ამაღლება და საერთაშორისო სტანდარტების  დასწავლა.  ვიტყოდი, რომ ჩვენს ქვეყანაში, დღეს ეს პრობლემა ნამდვილად დგას.

ბუღალტრული  და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ძირითადად მუშაობენ ის კომპანიები, რომელთაც აქვთ სავალდებულო აუდიტი. თუ არ მუშაობენ, მაშინ სავალდებულო  აუდიტის ჩატარების დროს,  აიძულებს  აუდიტი თავისი შენიშვნებით, რომ გაითვალისწინონ   მოთხოვნები. მცირე და საშუალო ბიზნესისათვის  დღეს კვლავ გამოწვევად რჩება  ბუღალტრების კვალიფიკაციის საკითხი და ჩვენი კომპანია ზუსტად  იმითი გამორჩევა, რომ ამ მიმართულებით ვემუშავებით ჩვენს ბუღალტრებს და ვცდილობთ  მათ განვითარებას, რათა  აწარმოონ არამხოლოდ ე.წ ბუღალტერია, არამედ ბუღალტერია წესების,  კანონების და სტანდარტების სრული დაცვით.  

საქართველოს ბაზარზე ნამდვილად ძალიან ბევრი კვალიფიციური კადრია, პრობლემა არის ის, რომ ჩვენთან ჯერ ბოლომდე არ არის ის კულტურა ჩამოყალიბებული, რომ ბიზნესი აფინანსებდეს  თავისი ბუღალტრის  კვალიფიკაციის ამაღლებას  და მასში დებდეს ინვესტიციას.  ანუ დღესდღეობით,  საქართველოში  ბიზნესს ყველა დონეზე არ აქვს გათავისებული ის, რომ თანამშრომელში დაბანდებული ინვესტიცია პირდაპირპროპორციულია  მისი  განვითარების, საგადასახადო მიმართულებით რისკების  დაზღევისა თუ  და წარმატებისთვის.

ხშირად ხდება, რომ  ბუღალტრებს  თუნდაც წვრილ აუდიტორულ კომპანიებში ან საბუღალტრო კომპანიებში  უწევთ თავისი ხარჯებით ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლება, რაც მცირე თანხებთან არ არის დაკავშირებული.  ჩვენი კომპანია შესაძლებლობას აძლევს ბუღალტრებს,  რომ სტაჟიორის პოზიციიდან დაწყებული, შეუძლია განვითარდეს და მივიდეს არა მხოლოდ მთავარი ბუღალტრის პოზიციამდე, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში მიეცეს მენეჯერულ პოზიციაზე  დაწინაურების საშუალება , რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

მუშაობა ისეთ სფეროში, სადაც შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს …

ძალიან რთულია, თუმცა ცოდნა, გამოცდილება და გვერდით მყოფი  გამოცდილი, კეთილგანწყობილი  და მაღალკვალიფიციური კოლეგები კომპანიის თანამშრომლისთვის წარმოადგენენ ერთგვარი  თავდაცვის, დაზღვევის  საშუალებას და იმედს.  ბუღალტრული მომსახურების მაგალითზე რომ ვთქვათ, მთავარი ბუღალტრის საქმიანობას ყოველთვიურად მონიტორინგს უწევს ორი მენეჯერი,  საგადასახადო და საბუღალტრო მიმართულებით. ამ მხრივ, ჩვენთან  შეცდომების დაშვების ალბათობა დაყვანილია მინიმუმამდე.  ჩვენთან ზუსტად  ის არის მნიშვნელოვანი, რომ მაქსიმალურად გვაქვს შემუშავებული კონტროლის პროცედურები. 

ამასთან, ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს ბუღალტრების დატრენინგებას ყოველკვარტალურად.  ჩვენ ძალიან მზარდი კომპანია ვართ ბაზარზე და  ჩვენი კადრების რაოდენობაც ინტენსიურად იზრდება. არ ვიშურებთ ინვესტიციას განვითარებისთვის და შესაბამისად, გვაქვს მშვიდად მუშაობის საშუალება.

ნექსიას მენეჯმენტი

ჩვენი მენეჯმენტი  თანამედროვე  შეხედულებებზეა მორგებული.   ქართულ ბაზარზე, მმართველი პარტნიორებისგან ასეთი განსაკუთრებული დამოიკიდებულება ჩემთვის  წარმოუდგენელი იყო. აქ გეძლევა შესაძლებლობა, რომ თუ ერთ პროექტს  „ვერ შეეწყვე,“ გადახვიდე სხვა პროექტზე. ჩვენი მიზანია, რომ ბუღალტერმა უბრალოდ დაქირავებულად კი არ იგრძნოს თავი, არამედ გუნდის წევრად და  კომპანიისთვის მნიშვნელოვან ადამიანად, რომელზეც ზრუნავენ და უნდათ, რომ კარგი გარემო შეუქმნან. ხშირად არის ჩვენთან, რომ ბუღალტერი ორ, სამ და ოთხ პროექტშიც კი შეიძლება  გამოიცვალოს, ვიდრე  საკუთარ თავს არ იპოვის. ალბათ, ყველა კომპანიას არ აქვს იმისი  ფუფუნება, რომ თანაშრომელს მაქსიმალური  მხარდაჭერა გაუწიოს ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციაში.

ვამაყობ, რომ…

ვამაყობ, რომ  იმ გუნდის წევრი ვარ, სადაც  ხელმძღვანელები ცდილობენ შენში დაინახონ  პოტენციალი, აღმოაჩინონ საუკეთესო პროფესიული თვისებები და დაგეხმარონ მის განვითარებაში. ეს არის სამსახური, საიდანაც  სახლში ერთდროულად დაღლილები და ბედნიერები ვბრუნდებით და დილით გალაღებულები მოვდივართ. კომპანიებში, უმეტესად, თანამშრომლის შენარჩუნების მოტივატორი ყოველთვის იყო ნეგატიური, ეს კი არის კომპანია, რომელიც შენში დებს ინვესტიციას უხვად და უანგაროდ  და შესაბამისად, შენ პიროვნულად გიყალიბდება ბრენდისადმი ერთგულება.  

რა თქმა უნდა, პირველ რიგში, პირადი ეთიკური და პროფესიული ღირსება არ მაძლევს საშუალებას, გულგრილად და ზედაპირულად  შევასრულო ჩემი სამუშაო, თუმცა ამ ღირსებისა და პასუხისმგებლობის პარალელურად, ყოველთვის ვგრძნობ, რომ ჩემს ზურგს უკან დგას კომპანია, რომელიც ჩემზე ზრუნავს,  რომელსაც ჩემზე ამაგი აქვს  და არ მინდა, რომ მას იმედები გავუცრუო. აი, ეს განცდაა ჩემთვის „ნექსია“ და ყველას გისურვებთ, გეპოვოთ საკუთარი თავი ასეთ ღირსეულ კომპანიაში.