ნექსია აკადემიამ ICCA-სთან ერთად IFRS-ის თემაზე სემინარი ჩაატარა

14 თებერვალს, „Nexia აკადემიამ“ და “ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ” ჩაატარეს ერთობლივ სემინარს/ტრენინგს ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების ძირითადი საფუძვლების თემაზე (IFRS).

Nexia აკადემია ეს არის მსოფლიოს ტოპ ათეულში შემავალი აუდიტორულ კომპანია Nexia თიეი-სთან არსებული აკადემია, რომელიც ორიენტირებულია მსმენელებს მიაწოდოს კვალიფიციური, უახლესი ინფორმაცია აუდიტორული, საკონსულტაციო და იურიდიული მიმართულებებით.

დღევანდელი სემინარი გათვლილი იყო სამშენებლო სექტორის წარმომადგენელთათვის (სამშენებლო, დეველოპერული, არქიტექტურული, საპროექტო, საზედამხედველო, მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი, მძიმე ტექნიკის დილერი და სხვა).

ტრენინგის მიზანი იყო დაინტერესებული პირებისთვის ფინანსური ანგარიშისა და ანგარიშგების მომზადების ძირითადი მეთოდების გაცნობა, საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების (IFRS) სტანდარტების საფუძველზე.

ფინანსური ანგარიშგების მომზადების პროცესში, აუცილებელია ზუსტი და სრულყოფილი ინფორმაცია ფინანსური აღრიცხვის დამკვიდრებული უახლესი სტანდარტების შესახებ, რომლებიც საქართველოსთვის უნდა შეესაბამებოდებს IFRS სტანდარტებს და, ასევე, IFRS სტანდარტებს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის.

კურსი, თეორიულ სწავლებასთან ერთად, მოიცავდა დისკუსიასა და პრაქტიკული მაგალითების განხილვას მსმენელების ჩართულობით, რეალური შემთხვევების (Case Study) განხილვის საფუძველზე.

სემინარი ჩაატარეს აუდიტორული კომპანია “Nexia TA”-ს გადასახადების მენეჯერი ბატონი დავით მამრიკიშვილი და ფინანსური აუდიტის მენეჯერი ქალბატონი სოფო ღუდუშაური.

ტრენინგის თითოეულ მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.

ტრენინგის მხარდამჭერია USAID-ის პროექტი G4G