აუდიტორული კომპანია Nexia TA და “ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია” გთავაზობთ სემინარს/ტრენინგს ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების ძირითადი საფუძვლების თემაზე (IFRS). სემინარი/ტრენინგი გაიმართება 14 თებერვალს და გათვლილია სამშენებლო სექტორის წარმომადგენელთათვის (სამშენებლო, დეველოპერული, არქიტექტურული, საპროექტო, საზედამხედველო, მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი, მძიმე ტექნიკის დილერი და სხვა). ტრენინგის მიზანია ფინანსური ანგარიშისა და ანგარიშგების მომზადების ძირითადი მეთოდების მსმენელისთვის გაცნობა, საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების (IFRS) სტანდარტების საფუძველზე. ფინანსური ანგარიშგების მომზადების პროცესში, აუცილებელია ზუსტი და სრულყოფილი ინფორმაცია ფინანსური აღრიცხვის დამკვიდრებული უახლესი სტანდარტების შესახებ, რომლებიც საქართველოსთვის უნდა შეესაბამებიდებს IFRS სტანდარტებს და, ასევე, IFRS სტანდარტებს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის. თეორიულ სწავლებასთან ერთად კურსი მოიცავს დისკუსიასა და პრაქტიკული მაგალითების განხილვას მსმენელების ჩართულობით – რეალური შემთხვევების (Case Study) განხილვის საფუძველზე. განრიგი:
- 10:00-13:00 ფინანსური დაგეგმვისა და ფინანსური ანგარიშგების საფუძვლები, ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებლის როლი თანამედროვე ბიზნეს გარემოში
შემოსავალი – IFRS 15 შემოსავალი – IFRS 15, შედარება IAS 11 და IAS 18-თან
- 14:00-16:00 ქონება, ძირითადი კაპიტალი და აღჭურვილობა – IAS 16
- 16:00-18:00 საწარმოო (მატერიალური) მარაგების აღრიცხვა – IAS 2
სემინარზე/ტრენინგზე დასწრება უფასოა „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ წევრი კომპანიების თანამშრომლებისთვის; სამშენებლო მასალის ყიდვა-გაყიდვის პორტალ http://Construct.ge-ზე დარეგისტრირებული მომხმარებლებისთვის საფასური შეადგენს 50 ლარს ხოლო სხვა ნებისმიერი მსურველისთვის დასწრების საფასური შეადგენს 100 ლარს. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ შეავსოთ მოცემული სააპლიკაციო ფორმა არაუგვიანეს 7 თებერვლისა: goo.gl/b84t8t ტრენინგის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი. მდებარეობა: თბილისი, მიქელაძის #5
ტელეფონი: +995 32 2472223
email:info@icca.ge