ნექსია თიეი-ს მმართველი პარტნიორი გელა მღებრიშვილი და საერთაშორისო დაბეგვრის მენეჯერი ლევან თედიაშვილი ლონდონში Nexia International-ის მიერ ორგანიზებულ სატრანსფერო ფასწარმოქმნის ერთ კვირიან ტრენინგსა და სამუშაო შეხვედრებს დაესწრნენ.
შეხვედრებზე განხილული იყო სატრანსფერო ფასწარმოქმნის მიმართულებით განხორციელებული უახლესი ცვლილებები და დაგეგმილი განახლებები. ქართულმა დელეგაციამ თავადაც გაუზიარა ტრენინგში მონაწილე კომპანიებსა და ქვეყნებს სატრანსფერო ფასწარმოქმნის მიმართულებით საქართველოში არსებული მდგომარეობა, ასევე შეაფასა მიმართულების აქტუალობა ადგილობრივ ბაზარზეც.
საერთაშორისო დაბეგვრის მენეჯერი ლევან თედიაშვილი: „მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა დავსწრებოდი აღნიშნულ ტრენინგს. გარდა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისა ჩვენ კიდევ უფრო გავაღრმავეთ ურთიერთობა კოლეგებთან გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან, იტალიიდან, ბრიტანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ვიმსჯელეთ ასევე თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებზეც და დავგეგმეთ სამომავლო შეხვედრებიც.“
ნექსია თიეი-ს მმართველი პარტნიორი გელა მღებრიშვილი: „ნექსია თიეი სატრანსფერო ფასწარმოქმნის მიმართულებით საქართველოში ერთ-ერთი თვალსაჩინო ლიდერია. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ამ კუთხით განვითარებასა და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებიდან გამოცდილების გაზიარებას. ნექსია თიეი მუდმივად ისწრაფვის, რომ ქართულ ბაზარს კიდევ უფრო მაღალი დონის სერვისი შესთავაზოს და დაიცვას კლიენტები პოტენციური ჯარიმებისგან“.
შეგახსენებთ, რომ ნექსია თიეი ერთ-ერთი პირველი აუდიტორული ფირმაა საქართველოში, რომელმაც სატრანსფერო ფასწარმოქმნა პრაქტიკაში დანერგა. კომპანიამ სატრანსფერო ფასწამოქმნის მიმართულებით უკვე არაერთ საერთაშორისო კონფერენციას წარმატებით უმასპინძლა.