პირველი კომპლექსური ფინანსური სერვისი სამედიცინო სექტორისთვის

Nexia Georgia, ქართულ ბაზარს კიდევ ერთ ინოვაციურ პროექტს სთავაზობს. ახალი ინიციატივა – “ქაოსიდან სიზუსტემდე” განკუთვნილია სამედიცინო კლინიკებისთვის, ლაბორატორიებისთვისა და ფარმაცევტული კომპანიებისთვის და მათი ფინანსური პროცესების მოწესრიგებასა და სექტორის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ქართული სამედიცინო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და სენსიტიური სფეროა – მკაცრი რეგულაციები, საკანონმდებლო შეზღუდვები, საერთაშორისო სტანდარტები და ყოველდღიური ოპერაციული გამოწვევები ქმნის გარემოს, სადაც სრულფასოვანი ფინანსური ანალიზი, ეფექტური ბიუჯეტირება, მარაგების ოპტიმიზაცია და ფინანსურ ინსტიტუტებთან კომუნიკაცია რთულდება. შედეგად, იზრდება დანაკარგების, არასწორი გადაწყვეტილებებისა და არაპროგნოზირებადი შედეგების რისკები.

Nexia Georgia-ს 11-წლიანი გამოცდილება აჩვენებს, რომ ასეთ პირობებში მოქმედი კომპანიებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია პარტნიორი, რომელიც არა მხოლოდ ოპერატიული აღრიცხვით, არამედ ფინანსური ანალიზით, სტრატეგიული ხედვითა და სისტემური მხარდაჭერით იძლევა გრძელვადიან შედეგს. სწორედ ამ საჭიროებაზე დაყრდნობით შეიქმნა ახალი ინტეგრირებული სერვისი, რომელიც მოიცავს:

ბუღალტრულ და საგადასახადო აღრიცხვას

CFO-ს (ფინანსური მენეჯერის) სერვისს

ინვენტარიზაციასა და მარაგების კონტროლს

იურიდიულ კონსულტაციასა და მხარდაჭერას

“სწორი ბუღალტრული აღრიცხვა ნებისმიერი წარმატებული ბიზნესის საფუძველია, განსაკუთრებით კი ისეთ რთულ და მგრძნობიარე სფეროში, როგორიც სამედიცინო სექტორია. როდესაც მონაცემები ზუსტია, ბიზნესს აქვს შესაძლებლობა, დაინახოს რეალური სურათი, შეაფასოს რისკები და მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც მომგებიან შედეგზეა ორიენტირებული. ჩვენი ბუღალტრული სერვისი სწორედ ამას ემსახურება – შევქმნათ საფუძველი ეფექტური ფინანსური მართვისთვის” – ლიკა კოღუაშვილი, Nexia Georgia-ს ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის ხარისხისა და განვითარების დირექტორი.

Nexia Georgia წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს როგორც მსხვილ, ისე მცირე და საშუალო ზომის სამედიცინო დაწესებულებებთან. სწორედ, ამ პრაქტიკული გამოცდილებით დააფიქსირა კომპანიამ სამედიცინო სექტორისთვის დამახასიათებელი სისტემური ხარვეზები და შეისწავლა ფინანსური მენეჯმენტის საერთო გამოწვევები. ეს ცოდნა უდევს საფუძვლად პროექტს, რომელიც სამედიცინო სექტორისთვის პირველი კომპლექსური ფინანსური სერვისია ქართულ ბაზარზე.

“Nexia ყოველთვის ცდილობს იდგეს იმ კომპანიების გვერდით, რომლებიც ცდილობენ განვითარებას ცვალებად და არასტაბილურ გარემოში. ახალი პროექტიც სამედიცინო სექტორისთვის სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა, – კომპანიების მხარდაჭერა იქ, სადაც სიზუსტე, გამჭვირვალობა და ფინანსური სტაბილურობა არა უბრალოდ ღირებულება, არამედ აუცილებლობაა” – დავით ლომიძე, Nexia Georgia-ს მმართველი პარტნიორი.

აღსანიშნავია, რომ Nexia Georgia არის ერთადერთი აუდიტორული კომპანია საქართველოში, რომელიც ფლობს კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის – ISO 27001-ის უახლესი ვერსიის სერტიფიკატს. ეს სერტიფიკატი ადასტურებს, რომ Nexia Georgia მაქსიმალურად იცავს კლიენტების კონფიდენციალურობასა და მონაცემთა უსაფრთხოებას, რაც განსაკუთრებით მნიშნელოვანია სამედიცინო სექტორისთვის, სადაც სენსიტიური ინფორმაცია ყოველდღიური პროცესის ნაწილია.

“მონაცემთა უსაფრთხოება თანამედროვე ბიზნესში ისეთივე სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია, როგორც ფინანსური სიზუსტე. ISO 27001 სერტიფიკატი ჩვენთვის არა მხოლოდ ხარისხის სტანდარტია, არამედ მკაფიო გზავნილი ჩვენი კლიენტებისთვის, რომ Nexia Georgia მზადაა, გაუწიოს ფინანსური მხარდაჭერა დაცულ, სანდო და პასუხისმგებლიან გარემოში,” – ბორის მეგრელიშვილი, Nexia Georgia-ს მმართველი პარტნიორი.