Nexia Solutions არის Nexia Georgia-ს ციფრული მიმართულება, რომელიც ეხმარება კომპანიებს ეფექტური ფინანსური, ოპერაციული და პროცესების მართვის სისტემების დანერგვაში. ჩვენ ვზრდით თქვენი ბიზნესის ეფექტიანობას თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტებით.
ჩვენ არა მხოლოდ ვნერგავთ სისტემებს –ვსწავლობთ თქვენს ბიზნესს, გთავაზობთ ოპტიმალურ გადაწყვეტას და ვარჩევთ თქვენზე მორგებულ სისტემას, რომელიც ამარტივებს აღრიცხვას, ანალიტიკას, კომუნიკაციას და პროცესების კონტროლს.
ERP სისტემა აერთიანებს კომპანიის ფინანსურ, საბუღალტრო, საწყობის, შესყიდვებისა და გაყიდვების პროცესებს ერთ პლატფორმაში.
ERP დანერგვა განსაკუთრებით ეფექტურია სავაჭრო, სადისტრიბუციო, წარმოებისა და სამშენებლო სექტორებში.
Monday.com არის თანამედროვე, მოქნილი და ინტუიტიური სამუშაო მენეჯმენტის სისტემა, რომელიც კომპანიებს ეხმარება ორგანიზებულად და ეფექტურად მართონ პროექტები, დავალებები და ყოველდღიური სამუშაოები.
Monday.com-ის თქვენს ბიზნეს პროცესებზე მორგება ნიშნავს, რომ თქვენი გუნდი:
ჩვენი გუნდი გთავაზობთ თქვენი სამუშაო პროცესების დეტალურ შესწავლას და კომპანიის სპეციფიკიდან გამომდინარე, პროგრამის ინდივიდუალურ მორგებას; გადამზადებას და სისტემის სრულ მხარდაჭერას, რათა თქვენი გუნდი სწრაფად შეეგუოს ახალ სამუშაო მეთოდებს.
Bitrix24 იდეალურია კომპანიებისთვის, რომლებიც საჭიროებენ ერთიან სისტემას კლიენტებთან ურთიერთობის მართვისთვის, შიდა კომუნიკაციისთვის და სამუშაო პროცესების ორგანიზებისთვის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაყიდვების გუნდებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, დისტანციურ ან ჰიბრიდულ გარემოში მომუშავე ორგანიზაციებისთვის.
Bitrix24 აერთიანებს CRM-ის ყველა ძირითად ფუნქციას: კლიენტების მონაცემების მართვა, გაყიდვების ეტაპების კონტროლი, მარკეტინგული კამპანიების მხარდაჭერა და ავტომატიზაცია. ამასთან, სისტემაში შედის ინტეგრირებული საკომუნიკაციო ინსტრუმენტები: ჩატები, ვიდეოზარები, დავალებებისა და პროექტების მართვის სისტემები, საერთო კალენდრები და დოკუმენტების ციფრული არქივი.
ეს პლატფორმა კომპანიას ეხმარება: