ბუღალტერია
თუ გსურთ, ბუღალტრული აღრიცხვა ხორციელდებოდეს უშუალოდ თქვენს სამუშაო გარემოში, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სრული პასუხისმგებლობით, Nexia Georgia გთავაზობთ ინდივიდუალურად მორგებულ მომსახურებას, თქვენი კომპანიის ოფისიდან.
ეს ნიშნავს, რომ მთავარი ბუღალტერი ყოველდღიურად მუშაობს თქვენს სივრცეში, ხოლო მის კვალიფიკაციას, ცოდნის განახლებას და აღრიცხვის ხარისხზე ზედამხედველობას უზრუნველყოფს ჩვენი გუნდი. სისტემური მხარდაჭერა, საერთაშორისო სტანდარტების დაცვა და მუდმივი ტრენინგები – თქვენ იღებთ შიდა თანამშრომლის კომფორტს და აუთსორს სერვისის სიზუსტეს ერთდროულად, – სწორედ ეს გამოარჩევს Nexia Georgia-ს ბუღალტრულ მომსახურებას.
Nexia Georgia გთავაზობთ სრულ ბუღალტრულ მომსახურებას დისტანციურად, თქვენი კომპანიისთვის სამუშაო პროცესის შეფერხების გარეშე. აღრიცხვა ხორციელდება კვალიფიციური მთავარი ბუღალტრის მიერ, რომლის საქმიანობას უწყვეტად უზრუნველყოფს ჩვენი ბუღალტრული აღრიცხვისა და საგადასახადო მიმართულების მენეჯერების გუნდი.
კლიენტი კომპანიის მიერ, დოკუმენტაციის მოწოდების საფუძველზე, აღრიცხვა იწარმოება ზედამხედველობის სამსახურის მიერ განსაზღვრული საერთაშორისო სტანდარტების (IFRS, IFRS for SMEs) სრული დაცვით. გარდა მიმდინარე ოპერაციების აღრიცხვისა, სერვისი მოიცავს რეკომენდაციების გაცემას დაგეგმილ ან მომავალში განსახორციელებელ ტრანზაქციებთან დაკავშირებით. მაღალი ხარისხის აღრიცხვა, მუდმივი პროფესიული მხარდაჭერა და დაზოგილი დრო – ეს არის Nexia-ს დისტანციური ბუღალტრული მომსახურების უპირატესობა.
Nexia Georgia-ს ბუღალტრული კონსალტინგის მომსახურება უზრუნველყოფს კლიენტ კომპანიებში ბუღალტრული აღრიცხვის პროცესების ეფექტურ გადახედვასა და გაუმჯობესებას, საერთაშორისო სტანდარტების (IFRS, IFRS for SMEs) შესაბამისად. კონსულტაციის ფარგლებში, ჩვენ ვაანალიზებთ კომპანიის მოქმედ სააღრიცხვო პოლიტიკას და პროცედურებს, ვახორციელებთ დოკუმენტაციის შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში, ვუწევთ რეკომენდაციებს როგორც არსებული შაბლონების გაუმჯობესების, ისე ახალი დოკუმენტების შემუშავების მიმართულებით, კომპანიის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით.
ჩვენი კონსულტაციები ბუღალტრულ აღრიცხვას გარდაქმნის ბიზნესის სტრატეგიულ ინსტრუმენტად და ხდის სტრუქტურირებულს, კანონმდებლობასთან შესაბამისს და მომგებიან გადაწყვეტილებებზე ორიენტირებულს.
ბუღალტრული გატარებების სახელმძღვანელოს შექმნის სერვისი გულისხმობს კომპანიის საქმიანობის ღრმად შესწავლას, განხორციელებული და დაგეგმილი ოპერაციების ანალიზს, მათ კლასიფიკაციას და აღრიცხვის პროცესში გამოყენებული ინფორმაციის სისტემატიზაციას. მომსახურების ფარგლებში, ჩვენი გუნდი სწავლობს კლიენტის მიერ მოწოდებულ დოკუმენტაციას, სააღრიცხვო ოპერაციების სახეობებსა და არსებულ პრაქტიკას, აფასებს ანგარიშთა გეგმას და საჭიროების შემთხვევაში, სთავაზობს მასზე მოდიფიკაციის რეკომენდაციებს. ასევე, განიხილება კომპანიის მიერ გამოყენებული სააღრიცხვო პოლიტიკა – იქნება ეს გაწერილი დოკუმენტი თუ ზეპირი პრაქტიკა.
საბოლოო ეტაპზე, კომპანია იღებს ბუღალტრული გატარებების სახელმძღვანელოს, რომელიც მოიცავს სტანდარტიზებულ მიდგომებს თითოეულ ოპერაციასთან მიმართებით. ეს დოკუმენტი წარმოადგენს მნიშვნელოვან საცნობარო ინსტრუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს აღრიცხვაში თანმიმდევრულობას, სიზუსტეს და შესაბამისობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სტანდარტებთან.
სააღრიცხო პოლიტიკა უზრუნველყოფს კომპანიის ფინანსური ოპერაციების თანმიმდევრულობასა და სრულ შესაბამისობას კანონმდებლობით დადგენილ სააღრიცხვო რეგულაციებთან (IFRS, IFRS for SMEs).
სააღრიცხვო პოლიტიკის მომზადების პროცესი იწყება კლიენტი კომპანიის საქმიანობის ღრმა შესწავლით და მენეჯმენტის მიერ გამოყენებული შეფასებებისა და მიდგომების ანალიზით, რაც მნიშვნელოვანია სააღრიცხვო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. შემდეგ ეტაპზე ხდება ოპერაციების კლასიფიკაცია. დამატებით, კლიენტებს ვაცნობთ ანგარიშთა გეგმას და საჭიროებისამებრ, მის მოდიფიკაციასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, დასანერგ სააღრიცხვო პოლიტიკასთან მიმართებაში. ჩვენი მიზანია, კომპანიამ მიიღოს ეფექტური, ინფორმატიული და კანონმდებლობასთან შესაბამისი სააღრიცხვო პოლიტიკა, რომელიც მენეჯმენტს მართვასა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება.
სერვისი მოიცავს ფინანსური ანგარიშგების მომზადებას კლიენტი კომპანიის მიერ მოწოდებული სააღრიცხვო ჩანაწერების საფუძველზე, ზედამხედველობის სამსახურის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად (IFRS, IFRS for SMEs). Სერვისის ფარგლებში, კომპანიას, ასევე, ვუწევთ ტექნიკურ მხარდაჭერას ფინანსური ანგარიშგების პლატფორმაზე (www.reportal.ge) ანგარიშგების ატვირთვისა და გაგზავნის პროცესში.
სერვისი მოიცავს კლიენტი კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის პროცესების ზედამხედველობასა და კონსულტაციას, ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების (IFRS, IFRS for SMEs) შესაბამისად. სერვისის ფარგლებში, ხორციელდება კომპანიაში მოქმედი სააღრიცხვო პოლიტიკის გადახედვა და გაუმჯობესება, ასევე კლიენტის მიერ გამოყენებული დოკუმენტების შაბლონების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში, ახალი შაბლონების შემუშავება კომპანიის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით.
გარდა ამისა, სერვისი მოიცავს მიმდინარე კონსულტაციებს საგადასახადო და ბუღალტრული აღრიცხვის საკითხებზე, მათ შორის, მომავალი ტრანზაქციების დაგეგმვისას დასანერგი მიდგომების შეფასებას. ჩვენი ექსპერტები უზრუნველყოფენ კომპანიაში გასაფორმებელი კონტრაქტების საგადასახადო და ბუღალტრული ანალიზს.
ბუღალტრის მიერ მომზადებული საგადასახადო დეკლარაციები მოწმდება კლიენტის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის საფუძველზე და გაიცემა დეტალური რეკომენდაციები შესაძლო უზუსტობების გამოსწორების მიზნით.
ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ კლიენტის ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის სისტემის გამართული ფუნქციონირება, რომელიც შეესაბამება რეგულაციებს და ემსახურება კომპანიის მდგრად ფინანსურ განვითარებას.