Forbes Georgia-ს მაისის ნომერი: Nexia Georgia – გამორჩეული ლიდერთა შორის

მმართველი პარტნიორების, დავით ლომიძის, გელა მღებრიშვილის, ბორის მეგრელიშვილისა და დავით მამრიკიშვილის დამსახურებით, Nexia Georgia საქართველოს აუდიტორული ბაზრის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. კომპანიამ Nexia International-ის 800-მდე ოფისს შორის პრესტიჟული წლის კომპანიის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა და 2024 წელი შემოსავლებში 21%-იანი ზრდით დაასრულა. Nexia Georgia-ს წარმატების მთავარი ფორმულა ბაზრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება და ეკონომიკური ტურბულენტობის პირობებში პროგრესის შენარჩუნების უნარია.

2025 წლის მაისის ნომერში Forbes Georgia-მ სპეციალური ყურადღება დაუთმო იმ კომპანიებს, რომლებიც წარმატებით გარდაქმნიან ქართულ ბიზნესრეალობას. ჟურნალის ყდაზე წარმოდგენილნი არიან Nexia Georgia-ის მმართველი პარტნიორები — ლიდერები, რომლებმაც წლების განმავლობაში კომპანია რეგიონალური მნიშვნელობის მოთამაშედ აქციეს.

სტატიაში ყურადღება გამახვილებულია Nexia Georgia-ის სწრაფ ზრდაზე, ინოვაციურ მიდგომებზე და ლიდერობაზე აუდიტორულ ბაზარზე. ასევე, დეტალურადაა განხილული კომპანიის სტრატეგიული გეგმა და მიზნები.

წაიკითხეთ სრული სტატია Forbes-ის ვებგვერდზე: https://forbes.ge/gamorcheuli-lidertha-shoris/