ბიზნეს საკონსულტაციო მომსხურება
ინვენტარიზაცია არის მენეჯმენტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი რეალური ქონებრივი მდგომარეობის დასადგენად. ჩვენი სერვისი უზრუნველყოფს როგორც ძირითადი საშუალებების, ისე მარაგების დეტალურ აღრიცხვას და ფაქტობრივი მდგომარეობის შედარებას ბუღალტრულ მონაცემებთან. პროცესი მოიცავს ობიექტის ადგილზე გასვლას, აქტივების ფიზიკურ დათვლას, იდენტიფიცირებას, აღწერას და მათ მდგომარეობის შეფასებას.
ჩვენ უზრუნველვყოფთ არა მხოლოდ დათვლის პროცესის ორგანიზებას, არამედ საბოლოო ანგარიშის მომზადებას, რომელშიც წარმოდგენილია ინვენტარიზაციის შედეგები, დადასტურებული შეუსაბამობები და შესაბამისი რეკომენდაციები მათი ასახვისა და გამოსწორების მიზნით.
ქონების ზუსტი საბაზრო ღირებულების ცოდნა აუცილებელია როგორც სტრატეგიული ბიზნესგადაწყვეტილებების, ისე ფინანსური, საგადასახადო თუ იურიდიული მიზნებისთვის.
Nexia Georgia გთავაზობთ უძრავი და მოძრავი ქონების პროფესიონალურ შეფასებას, რომელიც ეფუძნება საერთაშორისოდ აღიარებულ მეთოდოლოგიას, ბაზრის ანალიზს და შეფასების ადგილობრივი რეგულაციების სრულ შესაბამისობას.
ჩვენი სერვისი მოიცავს ქონების ფაქტობრივი მდგომარეობის დეტალურ შესწავლას, დოკუმენტაციის ანალიზს, ვიზუალურ დათვალიერებას და შეფასების შესაბამისი მეთოდის შერჩევას.
შეფასება შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა მიზნისთვის: ფინანსური ანგარიშგებისთვის (IFRS-ის ფარგლებში), სესხის უზრუნველყოფისთვის, შიდა რესტრუქტურიზაციისთვის, ტრანზაქციებისთვის, სასამართლო დავების ან მემკვიდრეობით საკითხებში.
ბიზნესის შეფასება აუცილებელია მაშინ, როცა იღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, იქნება ეს პარტნიორის შემოყვანა, კომპანიის გაყიდვა, ინვესტორის მოძიება თუ შიდა რესტრუქტურიზაცია.
Nexia Georgia გთავაზობთ კომპანიის ღირებულების სრულფასოვან, ობიექტურ და სიღრმისეულ ანალიზს, საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით. ჩვენი გუნდი აფასებს კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებს, აქტივებსა და ვალდებულებებს, სამომავლო პოტენციალს, ბაზრის პირობებსა და არსებულ რისკებს. მიღებული შედეგი არ არის მხოლოდ რიცხვი, ეს არის რეალური პასუხი კითხვაზე: რა ღირს თქვენი ბიზნესი და როგორ შეგიძლიათ გაზარდოთ მისი ღირებულება.
წილის შეფასება გულისხმობს კომპანიის წილის (მეწილეობის ნაწილი) ღირებულების დადგენას კონკრეტულ პირობებში და განსაზღვრული მიზნისათვის. ეს მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, როცა მეწილეებს აქვთ სურვილი გაყიდონ, შეიძინონ, გაცვალონ ან გადაანაწილონ საკუთრების წილი, ან მაშინ, როდესაც სჭირდებათ ზუსტი მონაცემი კომპანიის მთლიანი ღირებულებიდან მათი წილის ნაწილზე.
Nexia Georgia გთავაზობთ წილის შეფასების სერვისს, რომელიც ეფუძნება კომპანიის სრულ და ობიექტურ შეფასებას. ჩვენი მომსახურება საშუალებას გაძლევთ, მიიღოთ ზუსტი ინფორმაცია თქვენი წილის რეალური ღირებულების შესახებ.
ჩვენი გამოცდილება უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის შეფასებებს, რომლებიც გამოიყენება როგორც კომერციულ გარიგებებში, ასევე სამართლებრივ და ფინანსურ პროცესებში.