Nexia 4SME
Nexia 4SME არის Nexia Georgia-ს სპეციალურად მცირე ბიზნესისთვის შექმნილი პროექტი, რომელიც აერთიანებს ჩვენს მრავალწლიან გამოცდილებას, საერთაშორისო სტანდარტებსა და მცირე კომპანიის საჭიროებებს.
ეს არის დისტანციური ბუღალტრული სერვისი, რომელიც გაძლევთ წვდომას იმავე ხარისხზე, რომელსაც იღებენ დიდი კომპანიები და თან მცირე ბიზნესზე მორგებული ბიუჯეტით.
პროექტი შექმნილია IV კატეგორიის კომპანიების, ინდმეწარმეების, სტარტაპებისა და სწრაფად მზარდი მცირე ობიექტებისთვის, მათთვის, ვისაც სჭირდება ზუსტი ბუღალტრული აღრიცხვა, დროული დეკლარაციები და საგადასახადო რისკების თავიდან არიდება, თუმცა არ ფლობს შიდა რესურსებს სრული ფინანსური გუნდის შესანარჩუნებლად.
ჩვენი გუნდი მუშაობს დისტანციურად, ავტომატიზებული პროცესებით, თანამედროვე პროგრამებითა და სტანდარტიზებული მიდგომით, რაც უზრუნველყოფს ეფექტურობას, გამჭვირვალობას და სიმშვიდეს ბუღალტრულ და საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით.
ჩვენი პროფესიონალი ბუღალტრები მუდმივად აკონტროლებენ პროცესებს და გპასუხობენ ნებისმიერ ფინანსურ თუ საგადასახადო საკითხზე.
Nexia 4SME-ის მიზანია, საერთაშორისო ქსელების მაღალი დონის სერვისი მცირე ბიზნესებისთვისაც გახდეს ხელმისაწვდომი.