გადასახადები

საგადასახადო აუდიტი არის ყველა ზომის ბიზნესის ფინანსური უსაფრთხოების მყარი საფუძველი. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების დეტალურ ანალიზს, რაც საშუალებას გაძლევთ თავიდან აირიდოთ პოტენციური ჯარიმები, უზუსტობები და ზედმეტი გადასახადები.

კლიენტი კომპანიისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩვენი გუნდი დეტალურად განიხილავს კომპანიის საგადასახადო მდგომარეობას კონკრეტული პერიოდის ჭრილში და ხდება ყველა არსებითი საკითხისა და შესაძლო ხარვეზის ინდეტიფიცირება.

ჩვენი საგადასახადო აუდიტორები არა მხოლოდ აფიქსირებენ უზუსტობებს, არამედ გთავაზობენ გონივრულ გამოსავალს: რეკომენდაციებს, რომლებიც მორგებულია თქვენი კომპანიის სპეციფიკაზე. საბოლოოდ, კომპანია იღებს სრულ აუდიტორულ დასკვნას, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს ფინანსურ გამჭვირვალობასა და მარეგულირებელი ორგანოების ნდობას.

Nexia Georgia-ს საგადასახადო აუდიტი არ არის მხოლოდ შემოწმება – ეს არის პრევენცია, ოპტიმიზაცია და სანდო გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა. ჩვენი მხარდაჭერით თქვენი ბიზნესი უფრო დაცული, ეფექტური და მომზადებული იქნება მომავალ გამოწვევებთან შესახვედრად.

საგადასახადო ზედამხედველობის სერვისი გულისხმობს უწყვეტ პროფესიონალურ მხარდაჭერასა და მუდმივად ხელმისაწვდომ სატელეფონო და ელექტრონულ კონსულტაციებს კომპანიის ბუღალტრისთვის. Nexia Georgia-ს საგადასახადო გუნდი ნებისმიერ დროს დაგეხმარებათ საგადასახადო საკითხების სწრაფად და კომპეტენტურად გადაწყვეტაში.

მომსახურება მოიცავს ყოველთვიურ ვიზიტებს ადგილზე, რომლის ფარგლებშიც, ჩვენი ექსპერტები შეისწავლიან კომპანიაში არსებულ პროცესებს, რათა დროულად იქნეს გამოვლენილი შესაძლო საგადასახადო რისკები და მოხდეს მათი ეფექტური მენეჯმენტი. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია დამატებითი ვიზიტების განხორციელება, კლიენტის სურვილის შესაბამისად.

სერვსის ფარგლებში, სისტემატურად უზრუნველვყოფთ კლიენტი კომპანიის ბუღალტრების ინფორმირებას საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შესახებ, რაც საშუალებას გაძლევთ, მარტივად და სწრაფად ადაპტირდეთ ახალ მოთხოვნებთან. ასევე, უზრუნველყოფთ კონკრეტული საგადასახადო შემთხვევების დეტალურ ანალიზსა და წერილობით პასუხებს, კანონმდებლობასთან სრული შესაბამისობით.

საგადასახადო ზედამხედველობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია კომპანიის მიერ გასაფორმებელი ხელშეკრულებების საგადასახადო ანალიზი და პროფესიონალური რეკომენდაციების მიწოდება, რაც ამცირებს რისკებს და ზრდის ბიზნესის გამჭვირვალობას.

საგადასახადო დაგეგმვა და დიუდილიჯენსი (Due diligence) წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს კომპანიის ფინანსური სტრატეგიის ჩამოყალიბებისა და რისკების მართვის პროცესში. ჩვენი სერვისი გულისხმობს კლიენტის ბიზნესმოდელის, მიმდინარე და დაგეგმილი ოპერაციების სიღრმისეულ ანალიზს საგადასახადო კუთხით, რათა თავიდან იქნას აცილებული ზედმეტი ხარჯები, დაუგეგმავი ვალდებულებები და სამართლებრივი რისკები.

დაგეგმვის პროცესში ვამუშავებთ ყველაზე ეფექტურ საგადასახადო მოდელებს, რომლებიც შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას და მორგებულია კომპანიის სპეციფიკაზე, სფეროსა და მიზნებზე.

დიუ დილიჯენსის ფარგლებში ვატარებთ კომპანიის ან კონკრეტული გარიგების საგადასახადო სიღრმისეულ შემოწმებას, ვამოწმებთ დეკლარაციებს, ხელშეკრულებებს, ფინანსურ დოკუმენტაციას და ვაფასებთ რისკებს, რაც მნიშვნელოვანია როგორც შიდა პროცესების ოპტიმიზაციისთვის, ისე საინვესტიციო თუ შერწყმა-შეძენის გადაწყვეტილებების წინ.

ჩვენი მომსახურება გეხმარებათ მიიღოთ გონივრული გადაწყვეტილებები, დაეყრდნოთ რეალურ ანალიზს და აწარმოოთ ბიზნესი პროგნოზირებად, სტაბილურ და კანონთან სრულ შესაბამისობაში მყოფ საგადასახადო გარემოში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონსულტაციის სიზუსტე, არამედ კლიენტის გვერდით დგომა ნებისმიერ ეტაპზე. თუ საგადასახადო დავა წარმოიშვა ჩვენს მიერ გაწეული კონსულტაციის საფუძველზე და სადაო საკითხი ეხება უშუალოდ ჩვენი რეკომენდაციის სისწორეს, ჩვენ ჩავერთვებით დავის პროცესში სრულად,  ყოველგვარი დამატებითი ანაზღაურების გარეშე, მიუხედავად სადაო თანხის ოდენობისა.

დავაში მონაწილეობა მოიცავს როგორც საჩივრის მომზადებას, ისე თქვენი კომპანიის წარმომადგენლობას დავების საბჭოზე. ეს ნიშნავს, რომ თქვენ არა მხოლოდ იღებთ კონსულტაციას, არამედ სრულ მხარდაჭერას და საჭიროების შემთხვევაში, ბრძოლას თქვენი ინტერესებისთვის.

გარდა ამისა, თუ ჩვენს მიერ გაცემულ კონსულტაციასთან დაკავშირებით დავა დასრულდება კლიენტისთვის უარყოფითად და დადასტურდება ჩვენი პროფესიული შეცდომა, პასუხისმგებლობას ვიღებთ სრულად. ჩვენი საქმიანობა დაზღვეულია პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევით, რომლის საერთო ლიმიტი შეადგენს 20,000,000 ლარს.

Nexia Georgia-ში კონსულტაცია არ არის მხოლოდ რჩევა – ეს არის სიღრმისეული ანალიზი, პასუხისმგებლობა და თქვენი ინტერესების დაცვა ყოველ ეტაპზე.

წინასწარი საგადასახადო გადაწყვეტილების მომზადება არის ეფექტური გზა საგადასახადო გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად. თუ კომპანიის დაგეგმილი ან მიმდინარე ტრანზაქცია უკავშირდება არაერთმნიშვნელოვან საგადასახადო საკითხს, ჩვენი გუნდი შეიმუშავებს შესაბამის არგუმენტაციას და მოამზადებს მოთხოვნას შემოსავლების სამსახურში წარსადგენად.

ჩვენი მომსახურება მოიცავს თქვენი საკითხის სამართლებრივი და პრაქტიკული საფუძვლების სრულ ანალიზს, პრეცედენტული პრაქტიკისა და საგადასახადო კანონმდებლობის გათვალისწინებით. ვამზადებთ მკაფიოდ ფორმულირებულ, დასაბუთებულ პოზიციას, რომელიც საშუალებას გაძლევთ, მიიღოთ ოფიციალური გადაწყვეტილება საგადასახადო ორგანოსთან დავის ან რისკის წარმოშობამდე.

წინასწარი გადაწყვეტილება გაძლევთ სიმშვიდეს, რომ მოქმედებთ კანონთან შესაბამისად, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი ღირებულების ტრანზაქციების, რესტრუქტურიზაციის ან ახალი ბიზნესმოდელის დანერგვისას.

სატრანსფერო ფასწარმოქმნა ურთიერთდაკავშირებულ კომპანიებს შორის ეკონომიკური გარიგებების შეფასების ერთიანი სტანდარტია, რომლის მიზანია ფასების დადგენა „ბაზრის პრინციპის“ შესაბამისად. საერთაშორისო და ადგილობრივი საგადასახადო რეგულაციებით, კომპანიებს ევალებათ დაამტკიცონ, რომ დაკავშირებულ პირებთან განხორციელებული ოპერაციები ბაზრის ფასებზეა დაფუძნებული და არ იმყოფება საგადასახადო მანიპულაციის რისკის ქვეშ.

ურთიერთდაკავშირებულ პირებთან განხორციელებული ოპერაციები ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური მიმართულებაა საგადასახადო თვალსაზრისით, რის გამოც სატრანსფერო ფასწარმოქმნის წესების დაცვა დღეს კომპანიებისთვის სტრატეგიული აუცილებლობაა.

ჩვენი სერვისი მოიცავს კომპანიის საქმიანობის ანალიზს და ურთიერთდაკავშირებულ მხარეებთან ურთიერთობების იდენტიფიცირებას, ოპერაციების ეკონომიკური შინაარსის შესწავლას და საბაზრო ფასების დადგენას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

საერთაშორისო ოპერაციებში ჩართული კომპანიებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ორმაგი დაბეგვრის რისკი,  როდესაც ერთი და იგივე შემოსავალი ერთდროულად ექვემდებარება დაბეგვრას ორ ან მეტ ქვეყანაში. Nexia Georgia გთავაზობთ კომპლექსურ მომსახურებას, რომელიც მიზნად ისახავს მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილებას ან მათ ეფექტურად მართვას საერთაშორისო ხელშეკრულებების, საგადასახადო კანონმდებლობისა და მოქმედი შეთანხმებების საფუძველზე.

სერვისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ახორციელებენ მომსახურების, დივიდენდის, სესხის, როიალტების, შრომის ან სხვა ტიპის გადარიცხვებს საზღვარგარეთ, ასევე, ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც ერთდროულად იღებენ შემოსავლებს სხვადასხვა ქვეყნიდან.

საერთაშორისო ორმაგი დაბეგვრის ეფექტური მართვა არ არის მხოლოდ ფორმალური შესაბამისობა. ეს არის შესაძლებლობა, დაიცვათ თქვენი ფინანსები, თავიდან აიცილოთ ზედმეტი გადასახადები და მართოთ გლობალური ოპერაციები უსაფრთხოდ.

საგადასახადო აუდიტი არის ყველა ზომის ბიზნესის ფინანსური უსაფრთხოების მყარი საფუძველი. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების დეტალურ ანალიზს, რაც საშუალებას გაძლევთ თავიდან აირიდოთ პოტენციური ჯარიმები, უზუსტობები და ზედმეტი გადასახადები.

კლიენტი კომპანიისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩვენი გუნდი დეტალურად განიხილავს კომპანიის საგადასახადო მდგომარეობას კონკრეტული პერიოდის ჭრილში და ხდება ყველა არსებითი საკითხისა და შესაძლო ხარვეზის ინდეტიფიცირება.

ჩვენი საგადასახადო აუდიტორები არა მხოლოდ აფიქსირებენ უზუსტობებს, არამედ გთავაზობენ გონივრულ გამოსავალს: რეკომენდაციებს, რომლებიც მორგებულია თქვენი კომპანიის სპეციფიკაზე. საბოლოოდ, კომპანია იღებს სრულ აუდიტორულ დასკვნას, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს ფინანსურ გამჭვირვალობასა და მარეგულირებელი ორგანოების ნდობას.

Nexia Georgia-ს საგადასახადო აუდიტი არ არის მხოლოდ შემოწმება – ეს არის პრევენცია, ოპტიმიზაცია და სანდო გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა. ჩვენი მხარდაჭერით თქვენი ბიზნესი უფრო დაცული, ეფექტური და მომზადებული იქნება მომავალ გამოწვევებთან შესახვედრად.