Nexia Georgia
სანდო და მაღალხარისხიან აუდიტორულ, ბუღალტრულ, საგადასახადო
და საკონსულტაციო სერვისებს.
Nexia Georgia – საერთაშორისო საბუღალტრო და საკონსულტაციო გლობალური ქსელის, Nexia-ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. Nexia 125-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი 800-მდე ოფისით და თანამედროვე ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული მაღალი ხარისხის სერვისებით გამოირჩევა.
ნექსია ჯორჯია ქართულ ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს და ამ ეტაპზე, სხვადასხვა სფეროსა და ინდუსტრიის წარმომადგენელ 700-ზე მეტ ბიზნესს უწევს მომსახურებას აუდიტის, ფინანსების, საბუღალტრო, საგადასახადო, იურიდიული და სხვა მიმართულებებით. Nexia Georgia-ს კლიენტების პორტფელი მსხვილ კორპორაციებს, მცირე და საშუალო ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და საჯარო სექტორს აერთიანებს.
Nexia Georgia-ს გუნდი შედგება გამოცდილი აუდიტორების, ფინანსისტებისა და იურისტებისგან, რომლებიც ყოველდღიურად ეხმარებიან კომპანიებს, მიიღონ სტრატეგიული და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები. ჩვენი მიზანია ბიზნესების გაძლიერება, მათი განვითარების მხარდაჭერა, ფინანსური პროცესების გამარტივება და პარტნიორული თანამშრომლობის ჩამოყალიბება.
ჩვენი მიზანია ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერა და მათთვის ეფექტური, ინოვაციური და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების შეთავაზება. ჩვენი გუნდი აერთიანებს გლობალურ გამოცდილებას და ადგილობრივ ცოდნას, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, კომპანიებს შევთავაზოთ სანდო და მაღალხარისხიანი აუდიტორული, საგადასახადო და საკონსულტაციო სერვისები. Nexia Georgia-ს მიდგომა დაფუძნებულია პროფესიონალიზმსა და პარტნიორობაზე — ჩვენ კომპანიებს არ ვთავაზობთ მხოლოდ მომსახურებას, არამედ ორიენტირებული ვართ გრძელვადიან ურთიერთობებზე, რაც ხელს უწყობს ბიზნესისა და ინდუსტრიების ზრდას: იქნება ეს სტარტაპი, მცირე კომპანია თუ მსხვილი საწარმო, 10 წლიანი გამოცდილებით ვეხმარებით სრული პოტენციალის რეალიზებასა და თანამედროვე ბიზნესგარემოსთან ადაპტირებაში.
ჩვენი მისიაა აუდიტორულ სფეროში ინოვაციის, გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის ხელშეწყობა, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და პროგრესული სტრატეგიების დანერგვა და გამოყენება. ჩვენი საქმიანობით ვცდილობთ გავაძლიეროთ საქართველოს ბიზნესგარემო, ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ განვითარებას და ჩვენს კლიენტებს ადგილობრივ და გლობალურ ბაზარზე წარმატებით ფუნქციონირებაში დავეხმაროთ.
2017 – Nexia-ს ყოველწლიურ სამიტზე Nexia Georgia გახდა „წლის ქსელი“, მსოფლიოს 115-ზე მეტი ქვეყნის 650-ზე მეტ ოფისს შორის;
2018 – Nexia Georgia ერთადერთი აუდიტორული კომპანიაა საქართველოდან, რომელმაც N1 საბუღალტრო გამოცემის, IAB-ის ჯილდო მოიპოვა ბუღალტერიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;
2019 – Nexia Georgia გახდა საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის, Meliora-ს გამარჯვებული, პროექტით „თანამშრომელი – ყველაზე მაღალი ღირებულება“
2021 – Nexia Georgia სახელმწიფომ დასაქმების ხელშეწყობისთვის დააჯილდოვა;
2023 – Nexia Georgia-ს შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციამ „წლის ლიდერის“ ჯილდო გადასცა;
2024 – Nexia Georgia-მ ქსელის ყოველწლიურ კონფერენციაზე, 800-მდე ოფისს შორის წლის კომპანიის/The Firm of The Year პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა და გახდა ერთადერთი კომპანია ქსელში, რომელმაც ეს ჯილდო უკვე მეორედ მიიღო.

