Nexia Academy
Nexia Academy წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მაღალი დონის ფინანსურ ტრენინგ ცენტრს ქართულ ბაზარზე, რომელიც გთავაზობთ მრავალფეროვან სასწავლო პროგრამებს როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე კომპანიებისთვის.
ჩვენი აკადემიის წარმატების საფუძველი პროფესიონალი ტრენერების გუნდშია: Nexia Georgia-ს ექსპერტები, რომლებიც პარალელურად, წამყვანი უნივერსიტეტების ლექტორები არიან და მათთან ერთად, ინდუსტრიის მოწვეული ექსპერტები.
ტრენინგების თითოეულ მონაწილეს ვთავაზობთ თანამედროვე, პრაქტიკულ და მიღებულ გამოცდილებაზე დაფუძნებულ ცოდნას, რომელიც საშუალებას აძლევთ სწრაფად აიმაღლონ კომპეტენცია და ეფექტურად მართონ ფინანსური გამოწვევები.
Nexia Academy-ის ტრენინგები მოიცავს ფართო სპექტრს: საბუღალტრო და საგადასახადო საკითხებიდან დაწყებული, ფინანსური მართვის, სამართლის, ბიზნესის განვითარებისა და სააღრიცხვო პროგრამებით დამთავრებული.
ჩვენი მისიაა უზრუნველვყოთ პროფესიონალური უნარების განვითარება და ცოდნის გაღრმავება, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან ინვესტიციას როგორც პირადი ზრდისთვის, ისე კომპანიის წარმატებისთვის.