კონსალტინგი
Nexia Georgia-ს ბუღალტრული კონსალტინგის მომსახურება უზრუნველყოფს კლიენტ კომპანიებში ბუღალტრული აღრიცხვის პროცესების ეფექტურ გადახედვასა და გაუმჯობესებას, საერთაშორისო სტანდარტების (IFRS, IFRS for SMEs) შესაბამისად. კონსულტაციის ფარგლებში, ჩვენ ვაანალიზებთ კომპანიის მოქმედ სააღრიცხვო პოლიტიკას და პროცედურებს, ვახორციელებთ დოკუმენტაციის შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში, ვუწევთ რეკომენდაციებს როგორც არსებული შაბლონების გაუმჯობესების, ისე ახალი დოკუმენტების შემუშავების მიმართულებით, კომპანიის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით.
ჩვენი კონსულტაციები ბუღალტრულ აღრიცხვას გარდაქმნის ბიზნესის სტრატეგიულ ინსტრუმენტად და ხდის სტრუქტურირებულს, კანონმდებლობასთან შესაბამისს და მომგებიან გადაწყვეტილებებზე ორიენტირებულს.
საგადასახადო საკონსულტაციო სერვისი გულისხმობს უწყვეტ პროფესიონალურ მხარდაჭერასა და მუდმივად ხელმისაწვდომ სატელეფონო და ელექტრონულ კონსულტაციებს კომპანიის ბუღალტრისთვის. Nexia Georgia-ს საგადასახადო გუნდი ნებისმიერ დროს დაგეხმარებათ საგადასახადო საკითხების სწრაფად და კომპეტენტურად გადაწყვეტაში.
მომსახურება მოიცავს ყოველთვიურ ვიზიტებს ადგილზე, რომლის ფარგლებშიც, ჩვენი ექსპერტები შეისწავლიან კომპანიაში არსებულ პროცესებს, რათა დროულად იქნეს გამოვლენილი შესაძლო საგადასახადო რისკები და მოხდეს მათი ეფექტური მენეჯმენტი. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია დამატებითი ვიზიტების განხორციელება, კლიენტის სურვილის შესაბამისად.
სერვსის ფარგლებში, სისტემატურად უზრუნველვყოფთ კლიენტი კომპანიის ბუღალტრების ინფორმირებას საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შესახებ, რაც საშუალებას გაძლევთ, მარტივად და სწრაფად ადაპტირდეთ ახალ მოთხოვნებთან. ასევე, უზრუნველყოფთ კონკრეტული საგადასახადო შემთხვევების დეტალურ ანალიზსა და წერილობით პასუხებს, კანონმდებლობასთან სრული შესაბამისობით.
საგადასახადო ზედამხედველობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია კომპანიის მიერ გასაფორმებელი ხელშეკრულებების საგადასახადო ანალიზი და პროფესიონალური რეკომენდაციების მიწოდება, რაც ამცირებს რისკებს და ზრდის ბიზნესის გამჭვირვალობას.