SOLUTIONS

Bitrix24 CRM

Bitrix24 არის თანამედროვე პროგრამული გადაწყვეტილება, რომელიც ეხმარება ბიზნესს ფუნქციონირებაში და შედგება 5 ძირითადი ხელსაწყოსგან: CRM, ონლაინ ოფისი და კომუნიკაციები, ამოცანები და პროექტები, კონტაქტ-ცენტრი, ვებ-გვერდები და ონლაინ მაღაზიები.

CRM  უზრუნველყოფს გაყიდვების ავტომატიზებას და გვაძლევს საშუალებას ვნახოთ იმ შეკვეთების რაოდენობა, რომლებიც მუშავდება, გვიჩვენებს რა ეტაპზეა ესა თუ ის შეკვეთა და ვინ არის ამ შეკვეთაზე პასუხისმგებელი პირი. მარტივი წვდომა გვაქვს შემდეგ სიებთან: კომპანიები, კონტაქტები, Leads, Deals-მოლაპარაკებები.

ბიზნეს პროცესების მართვის მოდული კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, მოახდინონ პროცესების ავტომატიზება და მიიღონ შემდეგი ბენეფიტები: რუტინული/განმეორებადი პროცესების ავტომატიზებით ადამიანური რესურსის დროისა და ენერგიის გამოთავისუფლება, კომპანიის შიგნით დოკუმენტბრუნვისა და ვიზირების პროცესის გამარტივება, მენეჯმენტის მხრიდან მიმდინარე ბიზნეს პროცესებზე კონტროლის გამარტივება შეტყობინებების მიღებითა და რეპორტების გამოყენებით.

საკომუნიკაციო მოდული ქმნის ერთიან სივრცეს მთელი კომპანიისთვის, სადაც ყოველ თანამშრომელს აქვს საკუთარი პროფილი, ხდება პოსტების განთავსება, ჩატის საშუალებით კომუნიკაცია, ვიდეო შეხვედრებისა და დისკუსიის გამართვა.

სისტემით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ვებ, ასევე დესკტოპ ვერსიის გამოყენებით, რომელიც ინსტალირდება ყველა სახის ხელსაწყოზე, მათ შორის ლეპტოპებზე, პლანშეტებსა და სმარტფონებზე.