„ნექსია თიეიმ“, რომელიც უკვე მეხუთე წელია წარმოადგენს ტოპ ათეულში შემავალ საერთაშორისო ქსელ Nexia International-ს საქართველოში, 23 მარტს მონაწილეობა მიიღო Startup Grind Tbilisi-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც დამწყები მეწარმეების მხარდასაჭერად გაიმართა. Startup Grind Tbilisi-მ უმასპინძლა ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართველ სტარტაპს ევროპაში - Raisin-ს. ღონისძიების მიზანი უცხოეთში მცხოვრები წარმატებული ქართველების ახალგაზრდა სტარტაპებთან დაახლოება...