SOLUTIONS

Cloud მომსახურება

იმ შემთხვევაში, თუ კომპანია არ ფლობს საკუთარ სერვერს, მოგვმართავს ჩვენ და სარგებლობს Cloud მომსახურებით. მომსახურება გულისხმობს კომპანიის ინფორმაციის, ჩვენს შემთხვევაში პროგრამული ლიცენზიების და ინფორმაციული ბაზის განთავსებას Cloud სივრცეში, ამით კომპანიას აქვს შესაძლებლობა თავი აარიდოს ტექნიკაზე (სერვერი, ქსელთან დაკავშირებული მოწყობილობები და სხვა) გაწეულ ძვირადღირებულ დანახარჯებს. Cloud მომსახურება არის ერთგვარი იჯარა – თქვენ არ გაქვთ პირველადი დანახარჯი და გაქვთ უფლება თქვენთვის სასურველი დროით და პირობებით, ისარგებლოთ პროგრამული უზრუნველყოფით.

Cloud მომსახურებით სარგებლობის დროს თქვენი კომპანიის პროგრამული ლიცენზიები და ინფორმაციული ბაზა მაქსიმალურად არის დაცული. შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს საფრთხე, რადგანაც მინიმუმამდეა დაყვანილი ინფორმაციის დაკარგვის რისკი. Cloud-ზე არსებული სერვისები იდეალური გადაწყვეტილებაა სწრაფად მზარდი ბიზნესებისთვის, რომლებსაც ცვალებადი საჭიროებები აქვთ. მოქნილობის ასეთი მაღალი დონე ქმნის კონკურენტულ უპირატესობას.