SOLUTIONS

სისტემური ადმინისტრირება

ბიზნესის გამართულად მუშაობისა და დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის შეფერხებების გარეშე მუშაობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტექნიკური მოწყობილობების, სერვერის და მასზე არსებული ინფორმაციის უსაფრთხოების მაღალი დონის შენარჩუნება. იმ შემთხვევაში, როცა ზემოთ აღნიშნულის უზრუნველყოფას კომპანია ვერ ახდენს საკუთარი რესურსებით, მოგვმართავს ჩვენ, რათა ისარგებლოს სისტემური ადმინისტრირების მომსახურებით.

მომსახურების ფარგლებში ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს თქვენი ინფორმაციული ბაზის დაცულობას და სერვერის გამართულ მუშაობას. ჩვენი მხრიდან ხორციელდება ისეთი სამუშაოები, როგორიცაა სერვერთან დაკავშირებული შიდა ქსელის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, სერვერზე არსებული ინფორმაციის დაცვა მოცემულ ინფორმაციაზე არა ავტორიზებული წვდომის აღმოფხვრის მიზნით, მონაცემთა რეზერვაციის სისტემის ადმინისტრირება – მონაცემთა ბაზაში, აქტიური ბაზების ასლის აღება, მიმდინარე სისტემის დაცვა, სერვერის გაწმენდა ვირუსებისგან, ინციდენტების დაფიქსირება და მათი ოპერატიული გადაჭრა, კონსულტაციები სერვერთან დაკავშირებულ საკითხებზე და ა.შ.