SOLUTIONS

კონფიგურაციის სპეციალისტის მომსახურება

პროგრამული პროდუქტების სწორად და ეფექტურად გამოყენების მიზნით Nexia Solutions გთავაზობთ კონფიგურაციის სპეციალისტის მომსახურებას, რაც გულისხმობს პროგრამული გადაწყვეტილების დანერგვაში მხარდაჭერას. ჩვენი კომპანიიდან სპეციალურად თვენი პროექტისთვის გამოყოფილი კადრი, კონფიგურაციის სპეციალისტი, თქვენს თანამშრომლებთან სრული კოორდინაციით უძღვება პროცესს, რათა მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს პროგრამის სტანდარტული ფუნქციონალის თქვენს ბიზნეს პროცესებზე მორგება.

პროექტის გეგმა მოიცავს სისტემის ასამუშავებლად საჭირო ყველა ნაბიჯს, რომელიც დროშია გაწერილი. სწორედ ამ გეგმის შეთანხმების შემდეგ იწყება დანერგვის სამუშაოები, რომლებიც წარიმართება აღნიშნული გეგმით გათვალისწინებული განრიგის შესაბამისად. პროექტის მიმდინარეობის ფარგლებში კონფიგურაციის სპეციალისტი შეისწავლის თქვენს ბიზნეს პროცესებს, აწყობს შესაბამის სააღრიცხვო პოლიტიკას და ახდენს ამ ბიზნეს პროცესების პროგრამაში მოდელირებას, შემდეგ კი უზრუნველყოფს სისტემის უხარვეზოდ გაშვებას.

აღნიშნული მომსახურების მიღების შემდეგ თქვენ უკვე შეძლებთ ჩვენგან დამოუკიდებლად პროგრამაში მუშაობის გაგრძელებას.