SOLUTIONS

კონფიგურაციის დეველოპერის მომსახურება

მიუხედავად იმისა, რომ პროგრამის სტანდარტული ფუნქციონალი მაქსიმალურად ერგება სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი კომპანიების ბიზნეს პროცესებს, თავს იჩენს საკითხები, რომლებიც სპეციფიკური და განსხვავებულია პროგრამის მომხმარებელი ორგანიზაციისთვის, ამიტომ დანერგვის პროცესში საჭირო ხდება კონფიგურაციის დეველოპერის ჩართვა.

კონფიგურაციის დეველოპერის მომსახურების ფარგლებში ჩვენ გთავაზობთ პროგრამულ კოდში სხვადასხვა ცვლილების შეტანასა და არსებული ფუნქციონალის თქვენი კომპანიის ბიზნეს პროცესებზე მორგებას. სადეველოპმენტო სამუშაოები ხორციელდება შემდეგი პრინციპით: კონკრეტულ საკითხთან დაკავშირების მოთხოვნა ფიქსირდება თქვენი მხრიდან ან რეკომენდაციას იღებთ ჩვენგან, ხდება პროცესის მოდელირება პროგრამაში და შესაბამისი ბიუჯეტის გაწერა ხორციელდება განრიგთან ერთად, თქვენგან დასტურის მიღების შემდეგ ხდება ახალი ფუნქციონალის უშუალოდ ჩაშენება პროგრამაში.