SOLUTIONS

პროგრამის შემსწავლელი ტრენინგ-კურსი

პროგრამის შემსწავლელი ტრენინგ-კურსის ფარგლებში მსმენელებს მიეწოდებათ დეტალური ინფორმაცია პროგრამის სხვადასხვა მოდულისა და ამ მოდულში მიმდინარე ოპერაციების შესახებ, რათა მოხდეს მათი მომზადება სისტემის ეფექტურად გამოყენების მიზნით.

აღნიშნული ტრენინგის გავლა მიზანშეწონილია კომპანიების მფლობელებსა და მმართველებისთვის, რათა მათ ჰქონდეთ ინფორმაცია კომპანიაში არსებული პროგრამული უზრუნველყოფის შესაძლებლობების შესახებ და გადაწყვეტილების მიღებისათვის შეძლონ სისტემის ეფექტური გამოყენება, ასევე სავაჭრო, საწარმოო და მომსახურების სფეროს სხვადასხვა რგოლის მენეჯერებისთვის და ა.შ.

კურსი მიმდინარეობს წინასწარ გაწერილი სილაბუსის მიხედვით და ხანგრძლივობა დამოკიდებულია კომპანიის საჭიროებებსა და მოთხოვნებზე, რომლის შესაბამისადაც ტრენერი განსაზღვრავს და ათანხმებს მიმდინარეობის დეტალებს კომპანიის წარმომადგენლებთან. სწავლება მიმდინარეობს, როგორც თეორიულად, ასევე პრაქტიკულად, პროგრამაში თქვენი კომპანიის ბიზნეს პროცესებზე აწყობილი ქეისების განხილვის საშუალებით.

კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შეგექმნებათ სრული წარმოდგენა პროგრამის ფუნქციონალური შესაძლებლობების შესახებ, შეძლებთ დამოუკიდებლად და ეფექტურად გამოიყენოთ პროგრამის შესაძლებლობები ორგანიზაციაში მიმდინარე ბიზნეს პროცესების აღრიცხვისა და კონტროლისთვის.