Nexia TA-ს საჭადრაკო გუნდი ჭადრაკის კორპორატიულ ჩემპიონატში მესამე ადგილზე გავიდა.

Nexia TA-ს საჭადრაკო გუნდმა საქართველოს ჭადრაკის კორპორატიულ ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონატი ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით 29-30 ივნისს გაიმართა და მასში მონაწილეობა 18-მა კომპანიამ მიიღო.

Nexia TA-ს საჭადრაკო გუნდმა ნიკა ჩხაიძეს კაპიტნობით იასპარეზა, ხოლო გუნდის შემადგენლობაში შედიოდნენ: ნინო ბაციაშვილი, ბაჩანა მორჩიაშვილი, თემურ ოთხოზორია, ქეთი წაწალაშვილი და აკაკი რეხვიაშვილი.

Nexia TA-ს მმართველი პარტნიორი გელა მღებრიშვილი: „ვულოცავ Nexia TA-ს ყველა გულშემატკივარს გუნდის გამარჯვებას. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ ინტელექტუალური სპორტის განვითარებას და ვცდილობთ მივიღოთ მონაწილეობა ისეთ აქტივობებში, რომლებიც ჭადრაკის პოპულარიზაციის მიზნით იმართება. გვეამაყება, რომ Nexia TA იყო მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის პარტნიორიც, რომელიც 2018 წელს ბათუმში გაიმართა და მსოფლიოს 190 ქვეყნის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

ჭადრაკის მეორე კორპორატიულ ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება ჩვენთვის დიდი პატივი იყო და მოხარულები ვართ, რომ ტურნირში ძლიერი კონკურენციის მიუხედავად მესამე ადგილი დავიკავეთ. მომავალ წელს კვლავ ტრადიციისამებრ მივიღებთ მონაწილეობას და შევეცდებით გავაუმჯობესოთ ჩვენი შედეგი.“

ტურნირის დირექტორი გენადი უჩუმბეგაშვილი: „საქართველოს ჭადრაკის კორპორატიული ჩემპიონატი წელს უკვე მეორედ გაიმართა და მასში 18 გუნდის 9 დიდოსტატმა, 9 საერთაშორისო ოსტატმა და 3 ფიდეს ოსტატმა მიიღო მონაწილეობა. ჩვენ გვყავდა გუნდები დაკომპლექტებული როგორც მხოლოდ კომპანიის თანამშრომლებით, ასევე შერეული. მხოლოდ კომპანიის თანამშრომლებით დაკომპლექტებულ გუნდებს შორის ორგანიზატორებმა დამატებით მცირე ოქროს მედლები გავათამაშეთ.

მოხარული ვართ, რომ Nexia TA ყოველთვის აქტიურად არის ჩართული ჭადრაკის პოპულარიზაციასა და მის განვითარებისთვის დაგეგმილ ყველა აქტივობაში. იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას და განვახორციელებთ ერთობლივ არაერთ პროექტს.