NEXIA TA-მ MERCEDES-BENZ BUSINESS WEEK GEORGIA-ს საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვა უზრუნველყო

7-9 ივნისს საქართველოში პირველად ჩატარდა Mercedes-Benz-ის ბიზნესის კვირეული, რომელიც მიზნად რეგიონში ბიზნეს სექტორის განვითარების ხელშეწყობასა და ამ პროცესში უცხოელი ინვესტორების აქტიურ ინტგეგრირებას ისახავდა.

ღონისძიებას 500-მდე ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი დაესწრო. საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანია Nexia TA-მ პროექტის სრული საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვა უზრუნველყო, ხოლო ღონისძიების ბოლო დღეს, 9 ივნისს, კომპანიის მმართველი პარტნიორი დავით ლომიძე პრეზენტაციით წარსდგა დამსწრე აუდიტორიის წინაშე და ღონისძიების სტუმრებს Nexia TA-ს ბოლოდროინდელი მნიშვნელოვანი სიახლეები და საერთაშორისო მიღწევები გააცნო, რითაც აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურა.

Nexia TA-ს მმართველი პარტნიორი დავით ლომიძე: „ Nexia TA მუდამ მზად არის მხარი დაუჭიროს ბიზნესის განვითარებას საქართველოში. კომპანიის დეკლარირებული პოლიტიკა ბიზნესის პარტნიორობა და მათი განვითარებისთვის ზრუნვაა. მოხარულები ვართ, რომ Mercedes Benz Business Week-ში მონაწილეობით ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ეს მხარდაჭერა და ვუზრუნველყავით პროექტის სრული საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვა.”

„ბენე ჯგუფის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, გიორგი გოგლიძე: “Mercedes Benz Business Week პირველად ტარდება საქართველოში და ამას ხაზი აუცილებლად უნდა გავუსვათ, რადგან ეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ აუცილებლად გავა და ჩვენ ისტორიაში დავრჩებით, რომ ეს საქართველოდან დაიწყო.
ბევრი წამყვანი კომპანიის ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს შორის კავშირი დამყარდა. გარდა ამისა, სპიკერებისგან ბევრი საინტერესო ამბები მოვისმინეთ და გამოცდილება გაგვიზიარეს, ასევე მინდა ავღნიშნო Nexia TA-ს აქტიური ჩართულობა პროექტში”

შეგახსენებთ, რომ Nexia TA მეხუთე წელია რაც მსოფლიო ტოპ ათეულში შემავალ აუდიტორულ ქსელ – Nexia International-ს წარმოადგენს საქართველოში და უკვე ბევრი, მნიშვნელოვანი საერთაშორისო და ლოკალური რეიტინგის ლიდერი თუ გამარჯვებული გახდა. Nexia TA ერთადერთი აუდიტორული ფირმაა საქართველოში, რომელიც თავის ქსელში „წლის კომპანიის“ ტიტულს ატარებს, ასევე კომპანია გახდა ერთადერთი აუდიტორული ფირმა საქართველოდან, რომელიც მსოფლიოს #1-მა საბუღალტრო გამოცემამ IAB-იმ დააჯილდოვა, ბუღალტერიის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.