Nexia TA ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

2017 წლის 18 იანვარს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანია Nexia TA-მ, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, გამართა შეხვედრა, რომელსაც 100-მდე ბიზნესის წარმომადგენელი დაესწრო.

შეხვედრის ფარგლებში, მომხსენებლებმა განიხილეს შემდეგი თემები: „მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი მოდელი„ და „კოდექსში განხორციელებული ცვლილებები (ავანსების დღგ დაბეგვრის  საკითხი)“


ეს იყო Nexia TA-ს რიგით მეოთხე შეხვედრა/სემინარი, რომელიც კანონში შემავალ ცვლილებებს ეხებოდა. კომპანია მზად არის მომავალშიც ჩაატაროს მსგავსი ტიპის უფასო შეხვედრა/სემინარები და ხელი შეუწყოს ბიზნეს სექტორს მიმდინარე სიახლეებისა და აქტუალური თემების ადექვატურ აღქმაში.