სლოვაკეთში Nexia-ს ქსელის ერთკვირიანი საგადასახადო კონფერენცია გაიმართა

Nexia-ს კონფერენცია

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში, Nexia International-ის ორგანიზებით, ერთკვირიანი საგადასახადო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც 𝐍𝐞𝐱𝐢𝐚-ს ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქსელის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა. აღნიშნულ ღონისძიებებს  საქართველოდან 𝐍𝐞𝐱𝐢𝐚 𝐓𝐀-ის მმართველი პარტნიორი, დავით მამრიკიშვილი და ბუღალტერიის აუთსორსინგის დეპარტამენტის უფროსი საგადასახადო მენეჯერი, დავით ორჯონიკიძე დაესწრნენ.

𝐄𝐌𝐄𝐀-ს (Europe, Middle East, Africa) კონფერენციაზე განხილულ იქნა ფინანსური აუთსორსინგისა და არაპირდაპირი გადასახადების გამოწვევები. სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის პროფესიონალების მიერ გაზიარებულ იქნა გამოცდილება, პრობლემები და მათი გადაჭრის ეფექტური გზები, მათ შორის, ECJ (Européen court of justice) მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საგადასახადო საკითხებზე.

„ბუღალტერიის აუთსორსინგის დეპარტამენტი „ნექსიას“ ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს, რომლითაც ჩვენი კომპანია ქართულ ბაზარზე ლიდერულ პოზიციებს იკავებს, ამიტომ, მსგავსი კონფერენციები და ევროპული პრაქტიკის გაზიარება მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდის წევრების, მომსახურებისა და საბოლოოდ, პარტნიორი კომპანიების განვითარებისთვის. მოხარული ვარ, რომ „ნექსიას“ გუნდის წევრებს ყოველწლიურად გვეძლევა საშუალება, საერთაშორისო გარემოში დავამუშაოთ საკვანძო საკითხები და მივიღოთ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები“ – განაცხადა “ნექსიას” ბურალტერიის აუთსორსინგის დეპარტამენტის საგადასახადო მენეჯერმა, დავით ორჯონიკიძემ.

კონფერენციაზე Nexia TA-ის წარმომადგენლებმა უცხოელ კოლეგებს საქართველოში EU დირექტივის შესაბამისად მიღებული დღგ-ს ახალი რეგულაცია გააცნეს და ისაუბრეს ამ ცვლილების გავლენაზე ქართულ ბიზნეს გარემოში.

„როგორც იცით, საქართველოში დღგ-ს ახალი ნორმები მოქმედებს 2021 წლიდან, ხოლო არსებული მცირე პრაქტიკის ფონზე, ევროპელი კოლეგების მრავალწლიანი პრაქტიკის გაზიარება და ინფორმაციების გაცვლა, საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ ახალი სერვისები, კიდევ უფრო დავხვეწოთ არსებული მომსახურება და რაც მთავარია, ეფექტურად გავუმკლავდეთ ჩვენი კლიენტი კომპანიების გამოწვევებს“ – Nexia TA-ის მმართველი პარტნიორი, დავით მამრიკიშვილი.