ნექსია თიეი წლის საუკეთესო „პასუხისმგებელ დამსაქმებლად“ დასახელდა

სასტუმრო "ბილტმორ თბილისში" „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora”-ს რიგით მეორე დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, წელს ნომინაციაში „პასუხისმგებელი დამსაქმებელი“ გამარჯვებული გახდა საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia TA თავისი წარდგენილი პროექტით: “თანამშრომელი - ყველაზე მაღალი ღირებულება“. ამასთან, როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, Nexia TA აღიარეს თანამშრომლების ფიზიკურ, ფსიქიკურ და სოციალურ კეთილდღეობაზე მზრუნველ კომპანიად, რომელიც...

სადიპლომო კურსი „მდგრადი ბიზნესის წარმოების შესახებ“ – უმაღლესი საფეხური გარემოს დაცვის სპეციალისტებისთვის

პირველად კავკასიაში SDSC და Nexia TA Academy წარმოგიდგენთ IEMA-ს სადიპლომო კურსს მდგრადი ბიზნესის წარმოებაში. კურსს გაუძღვება ერთადერთი აკრედიტებული ორგანიზაცია - Make UK რომელსაც IEMA-ს აღნიშნული კურსის ჩატარების უფლება აქვს. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გათვალისწინებით კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობა და მდგრადი ბიზნესის წარმოების ვალდებულება წლიდან-წლამდე იზრდება, იმისთვის რომ გამოწვევებს წარმატებულად ვუპასუხოთ საჭიროა ამ დარგის მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალების ჩართვა პროცესში....

ზონის ცვლილების შედეგად თქვენს მიწის ნაკვეთზე მშენებლობა აიკრძალა? – ნახეთ საუკეთესო გამოსავალი

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2019 წლის 15 მარტს N39-18 დადგენილებით დამტკიცდა დედაქალაქის ახალი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. ხსენებულმა დოკუმენტმა ახლებურად განსაზღვრა თბილისის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების ძირითადი პარამეტრები. შედეგად, ახალი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღებით შეიცვალა თბილისის რიგი ტერიტორიების ფუნქციური ზონები, მაგალითად ტერიტორია, რომელიც 2019 წლის 15 მარტამდე წარმოადგენდა საცხოვრებელ ზონა...

ბიზნესის იურიდიული პრობლემებიდან გამოსავლის გასაღები Nexia TA Legal-შია

Nexia TA-ს იურიდიული მიმართულება Nexia Legal, ძირითადად, ორიენტირებულია ბიზნესის მომსახურებაზე. კომპანიის კლიენტების უმრავლესობა სწორედ ამ სფეროს წარმომადგენლები არიან, შესაბამისად, საერთაშორისო კომპანიისთვის კარგად არის ცნობილი, რა პრობლემები აწუხებს ბიზნესს იურიდიულ სფეროში. Nexia Legal-ის მიზანია, თავისი წვლილი შეიტანოს სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით კლიენტების ინფორმირებულობის გაზრდაში. ამ მიზნით, წინამდებარე სტატიაში მოკლედ გვინდა ვისაუბროთ იმ...

ფიზიკურ პირებს, რომელთა ოჯახის ჯამური შემოსავალი 2018 წლის მდგომარებით 40 000 ლარს აღემატება, დეკლარაციის წარდგენის ვადა1 ნოემბერს ეწურებათ

ფიზიკურ პირებს, რომელთა ოჯახის ჯამური შემოსავალი 2018 წლის მდგომარეობით 40 000 ლარს აღემატება, ქონებრივი დეკლარაცია 1 ნოემბრამდე უნდა წარადგინონ, ხოლო გადასახადი 15 ნოემბრამდე უნდა გადაიხადონ. „ქონების გადასახადის ვალდებულება წარმოეშვებათ პირებს: საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, კატარღებზე, შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და მსუბუქ ავტომობილებზე“, - Nexia TA-ს საგადასახადო მენეჯერი დავით მამრიკიშვილი. „ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე...

რა სირთულეების წინაშე აღმოჩდნენ მე-3 და მე-4 კატეგორიის საწარმოები ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას

2019 წლის 1 ოქტომბრამდე, მე-3 კატეგორიის საწარმოებს წელს პირველად მოუწიათ ფინანსური ანგარიშების წარდგენა, ხოლო მე-4 კატეგორიის საწარმოებს, ეს ვადა 2021 წლის 1 ოქტომბრამდე გაუხანგრძლივდათ. კანონის გამოქვეყნებიდან დღემდე, Nexia TA-მ უკვე უზრუნველყო 200-მდე საწარმოს ფინანსური ანგარიშგება. მომართვიანობა, როგორც მოსალოდნელი იყო განსაკუთრებით აგვისტო-სექტემბრის პერიოდში გაიზარდა.  კომპანიებში აღრიცხვის საერთაშორისო სტანდატების დანერგვა, სააღრიცხვო პოლიტიკის...