„წლის კომპანიის“ განვითარების ახალი ეტაპი – NEXIA TA KING DAVID ბიზნეს ცენტრში გადადის

საერთაშორისო, ტოპ ათეულში შემავალი აუდიტორული ქსელის, Nexia International-ის წევრ კომპანიას საქართველოში, Nexia TA-ს 2018 წელს 4 წელი შეუსრულდა. ამ 4 წლის მანძილზე კომპანიას რამოდენიმეჯერ უკვე მოუწია ოფისის ცვლილება. 2018 წელს ეს საჭიროება კიდევ ერთხელ დადგა. 

„ოფისის გამოცვლა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ნებისმიერი ბიზნესისათვის. ჩვენ ამ ეტაპს უკვე მეოთხედ გავდივართ, ეს კი კომპანიის სწრაფი ზრდითაა განპირობებული. ახლაც, Nexia TA-ს ადგილობრივმა და საერთაშორისო ბაზარზე მიღებულმა წარმატებებმა მიგვაღებინა გადაწყვეტილება, რომ დრო იყო ახალ საფეხურზე გადავსულიყავით. მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა თანამშრომლების რაოდენობის მკვეთრი მატებისა და კომპანიის სამომავლო გეგმების ფაქტორიც. ჩვენ გვსურდა ჩვენი გუნდისთვის მაქსიმალურად კომფორტული სამუშაო გარემო, ხოლო სტუმრებისა და კლიენტებისთვის სასიამოვნო, კომპანიის ღირებულებების მაქსიმალურად წარმომჩენი სივრცე შეგვექმნა. შესაბამისად არჩევანი King David რეზიდენციაზე შევაჩერეთ. 

ახალი ოფისი სრულად აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს. ვანახლებთ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, ამჟამად კი დიზაინერთან ერთად ოფისის პროექტირებასა და დიზაინზე ვმუშაობთ. 

მნიშვნელოვანია, რომ ვითვალისწინებთ Nexia TA აკადემიისთვის თანამედროვე, ტექნიკურად სრულად აღჭურვილ ტრენინგ-ცენტრსაც, სადაც სულ მალე ადგილზევე ვუმასპინძლებთ აკადემიის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს. ეს მსმენელებს დამატებით კომფორტს, ხოლო ჩვენ კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს მოგვცემს.“ აცხადებენ Nexia TA-ს მმართველი პარტნიორები. 

„მოხარული ვართ რომ Nexia TA-ს სახით King David ბიზნეს ცენტრს კიდევ ერთი საერთაშორისო კომპანია შეუერთდება. King David საქართველოში პირველი ა კლასის ბიზნეს ცენტრია, რომელიც ჯამში 12, 000 კვ.მ-ს მოიცავს. ბიზნეს ცენტრი ემსახურება საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიებს. ბიზნეს ცენტრი განთავსებულია 19 სართულიან შენობაში და გაჩნია საკუთარი მიწისქვეშა ავტოსადომი, 300 კვ.მ ლობი/რეცეფცია, 100 დელეგატზე გათვლილი საკონფერეციო დარბაზი, საქმიანი შეხვედრების ოთახები, საკუთარი კაფეტერია, ბარი ტერასაზე, 18 სასტუმროს ნომერი. მოგვიანებით კომპლექსში დაიწყებს ფუნქციონირებას სპა, ფიტნეს ცენტრი და საცურაო აუზი პანორამული ხედით. განვითარებული ინფრასტრუქტურის ხარჯზე King David ბიზნეს ცენტრის მოიჯარეებს და მათ სტუმრებს დამატებით ბენეფიტებს შესთავაზებს“ – აცხადებენ King David-ში. 

*Nexia International მსოფლიოს მასშტაბით 115-ზე მეტ ქვეყანაში 650-ზე მეტ ოფისს აერთიანებს. საქართველო Nexia-ს 4 წლის წინ შეუერთდა და მას შემდეგ ქსელის გამორჩეულ წევრად ითვლება. 2017 წელს Nexia TA-მ მოიპოვა ტიტული „წლის კომპანია“, რომელიც სათაო ოფისის გადაწყვეტილებით ყოველწლიურად ქსელის წევრებს შორის მხოლოდ ერთს ენიჭება. 

მაღალი ხარისხის სერვისი და კლიენტზე ორიენტირებული მომსახურება Nexia TA-ს მთავარი ღირებულებაა, რასაც გუნდი სტაბილურად სთავაზობს დამკვეთ ორგანიზაციებს. 

Nexia TA-ს შესახებ ინფორმაცია და კომპანიის საერთაშორისო მიღწევები იხილეთ  აქ.