ორგანიზაციული განვითარების და ადამიანური რესურსების ხელმძღვანელი

მაკა კუკავა

საჯარო, კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებში ადამიანური რესურსების მართვის, კარიერული და პროფესიული განვითარებისა და პროექტების მართვის 12 წლიანი გამოცდილება.
განხორციელებული აქვს ადამიანური რესურსების მართვის  სისტემის დანერგვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტები საჯარო და კერძო ორგანიზაციებში. აქტიურად საქმიანობს ადამიანების განვითარების (ტრეინინგები და ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამები) განხორციელების  მიმართულებით.

არის სწავლების მეთოდოლოგიის, ეკონომიკური რეაბილიტაციისა და დასაქმების მიმართულებით რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორი.

2020 წლის სექტემბრიდან არის The European Union for Georgia – ევროკავშირი საქართველოსთვის პროექტის «სახელმწიფო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში»(Support to the Public Administration Reform in Georgia) ექსპერტი სამუშაო ძალის სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში. ასევე,  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის USAID Economic Security Program (DAI) მხარდაჭერითა და დაფინანსებით მიმდინარე პროექტის – “სტაჟირების და სამუშაო ადგილზე სწავლის შესაძლებლობის ხელშეწყობა სტუდენტებისთვის” – მენეჯერი.

თანამშრომლობს არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან (USAID Economic Security Program, USAID Governance for Growth (G4G) USAID HICD 2020, GIZ, IHK Academy Munich and Upper Bavaria gGmbH) პროექტების მენეჯერისა და ექსპერტის სტატუსით ორგანიზაციული განვითარების, სახელმწიფო რეფორმებთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების და პროფესიული განათლების მიმართულებებით. ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სტუდენტების კარიერის დაგეგმვისა და დასაქმების უნარ-ჩვევების განვითარების მიმართულებით.