შეხვედრა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან

2016 წლის 14 დეკემბერს, საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანია Nexia TA-მ შეხვედრა/სემინარი გამართა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. შეხვედრა სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ ჩატარდა და მას 100-მდე ბიზნესის წარმომადგენელი დაესწრო.

შეხვედრის ფარგლებში, მომხსენებლებმა განიხილეს შემდეგი თემები:
„ცვლილება კანონში ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, „საგადასახადო კოდესში შემავალი ცვლილებები (მოგების გადასახადის ცვლილება, ე.წ. „ესტონური მოდელი“)

შეგახსენებთ, რომ ეს იყო Nexia TA-ს რიგით მესამე შეხვედრა/სემინარი, რომელიც კანონში შემავალ ცვლილებებს ეხებოდა. კომპანია მზად არის მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლოს ბიზნესის სფეროს წარმომადგენელთან და ხელი შეუწყოს მათი მხრიდან, მიმდინარე სიახლეებისა და აქტუალური თემების ადექვატურ და სწორ აღქმას.