„ნექსია თიეი აკადემიამ“ ფინანსური ანგარიშგების მასშტაბური კონფერენცია გამართა

8 სექტემბერს, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის Nexia TA-ის ტრენინგ ცენტრმა – „ნექსია თიეი აკადემიამ“ ყველაზე მასშტაბური ფინანსური ანგარიშგების კონფერენცია გამართა.

ღონისძიება სასტუმრო „პულმან თბილისი აქსის თაუერსში“ ჩატარდა, „ნექსია თიეის“ მმართველმა პარტნიორებმა და მენეჯერებმა  განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი და აქტუალური თემები, როგორებიცაა: „მმართველობითი ფინანსური ანგარიშგების მომზადება“, „კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება“, „ინდივიდუალური და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საგადასახადო ასპექტები“,  „უკრაინის ომის გავლენა ფინანსურ ანგარიშგებაზე“  და „საგადასახადო სიახლეები“.  

“ნექსია თიეი აკადემიის“ მენეჯერის, ომარ ტერტერაშვილის თქმით, „ნექსია თიეი“ ყოველთვის მზად არის საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს დაინტერესებულ კომპანიებს. დღევანდელი კონფერენციაც საკმაოდ ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართთა და „ნექსიას“ გუნდის წევრებმა მაქსიმალურად ამომწურავი პასუხები გასცეს აუდიტორიის შეკითვებს.

„როგორც იცით, საწარმოებს აქვთ ვალდებულება, ყოველი წლის 1-ელ ოქტომბრამდე წარადგინონ კომპანიის ფინანსური ანგარიშგება. შესაბამისად, ჩვენი კონფერენციის მიზანი იყო  საზოგადოებისთვის გაგვეზიარებინა ყველაზე აქტუალური საკითხების შესახებ პრაქტიკული გამოცდილება. შეხვედრის დასასრულს, გაიმართა პანელური დისკუსია მონაწილეებთან, რომლის ფარგლებშიც, ყველა სტუმარს მიეცა შესაძლებლობა, სასურველ თემებზე მიეღო კომპეტენტური რეკომენდაციები, ასევე, დაინტერესებულ პირებს მიეცათ საშუალება, ესარგებლათ კონსულტაციიებით დამსაქმებელთან, „ნექსია თიეი“-ში კარიერის გაგრძელების მიმართუელბით“.

კონფერენციის დასასრულს, ღონისძიების სტუმრებისთვის გათამაშდა საგზურები.