ნექსია თიეი განაგრძობს სტარტაპერების აქტიურ მხარდაჭერას

ქართულ ბაზარზე ყველაზე სწრაფად მზარდმა აუდიტორულმა კომპანია ნექსია თიეი-მ Startup Grind Tbilisi-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებამ აჭარა ჯგუფის გენერალურ დირექტორ, ბატონ  ვალერი ჩეხერიასა და 500-მდე დამწყებ სტარტაპს უმასპინძლა.

  საღამოზე ნექსია თიეი დამსწრე აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციით წარსდგა და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მიმდინარე პროექტი – „ნექსია თიეი სტარტაპერებისთვის“ წარადგინა. კომპანიამ სტარტაპერებს  შესაძლებლობა მისცა საერთაშორისო სტანდარტის მქონე ბუღალტერიასა და საგადასახადო სერვისებზე განსაკუთრებული ფასებით ესარგებლათ, ხოლო სტარტაპებს, რომლის დამფუძნებლებიც საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები არიან კიდევ უფრო მეტი შეღავათი შესთავაზა.

 ნექსია თიეი მიზნად ისახავს მხარი დაუჭიროს ბიზნესის განვითარებას საქართველოში. კომპანია დამწყები ბიზნესმენების მხარდასაჭერ აქტივობებში მონაწილეობითა და მსგავსი პროექტების ორგანიზებით, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარები გზით  ცდილობს ხელი შეუწყოს ახალ ბიზნესებს მეტად ფოკუსირდნენ საკუთარი პროდუქტის განვითარებაზე და ამავდროულად იყვნენ სრულად დაცულები საგადასახადო და საბუღალტრო რისკებისგან.

ნექსია თიეი მოხარულია Start Up Grid-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობით და სამომავლოდაც მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოში ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებულ ნებისმიერ აქტივობას.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ: www.nexia.ge, ხოლო  პროექტში ჩასართავად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/tN2N1PJ4fMKYfrZc6  ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 225 606 25