ნექსია თიეი აკადემიისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ერთობლივი სემინარი საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის აქტუალურ საკითხებზე

2018 წლის 21-22 ივლისს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის (ICCA) ორგანიზებითა და ნექსია თიეი აკადემიის მხარდაჭერით ასოციაციის წევრი კომპანიებისთვის გაიმართა გასვლითი ღონისძიება „ამბასადორ კაჭრეთში.”

ღონისძიების ფარგლებში ასოციაციის ახალმა წევრმა კომპანიებმა ჩაატარეს წარმდგენი პრეზენტაციები, ხოლო ნექსია თიეი-ს მმართველმა პარტნიორმა დავით ლომიძემ ასოციაციასთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის შემდგომი სიახლეები გააცნო აუდიტორიას.

ღონისძიებაზე ნექსია თიეის მმართველმა პარტნიორმა გელა მღებრიშვილმა და ფინანსური აუდიტის მენეჯერმა სოფიო ღუდუშაურმა საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის აქტუალურ საკითხებზე სემინარი ჩაატარეს. აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა თეორიული ცოდნის გარდა, დისკუსიის რეჟიმში მათთვის საინტერესო რელევანტური თემების შესახებ ნექსია თიეი-ს ექსპერტებისგან რეკომენდაციები მოესმინათ.

როგორც ნექსია თიეის მმართველი პარტნიორები აცხადებენ, ნექსია თიეი აკადემია ყოველთვის მზად არის ითანამშრომლოს ასოციაციებთან, კერძო თუ საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან და შესთავაზოს ორგანიზაციებს მათთვის საინტერესო თემების შესახებ ტრენინგები, სემინარები თუ ხანგრძლივი კურსები. ICCA-სთან ერთობლივი კონფერენციაც ერთგვარი მაგალითია ნექსია თიეი-სა და ასოციაციაციის წარმატებული თანაშრომლობის, რომლის ფარგლებშიც უკვე არაერთი საინტერესო ღონისძიება გაიმართა.

*Nexia International მსოფლიოს მასშტაბით 115-ზე მეტ ქვეყანაში 650-ზე მეტ ოფისს აერთიანებს. საქართველო Nexia-ს 4 წლის წინ შეუერთდა. 2017 წელს ნექსია თიეი-მ მოიპოვა ტიტული „წლის კომპანია,” რომელიც სათაო ოფისის გადაწყვეტილებით ყოველწლიურად ქსელის წევრებს შორის მხოლოდ ერთს ენიჭება.

ნექსია თიეი აკადემია 2016 წელს დაფუძნდა ნექსია თიეი-ს ბაზაზე და მიზნად კერძო სექტორის წარმომადგენლების განვითარებასა და მათი კომპეტენციის ამაღლებას ისახავს საგადასახადო ადმინისტრირების, ფინანსური და საგადასახადო აუდიტის, ასევე ფინანსური და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულებებით. 

Nexia TA-ს შესახებ ინფორმაცია და კომპანიის საერთაშორისო მიღწევები იხილეთ აქ.