აღადგენენ თუ არა ბიზნესები საოფისე სქამიანობას?

საინტერესოა, დარჩება თუ არა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში და როგორ განაგრძობს ბიზნესი სამუშაო პროცესის წარმართვას სექტემბრის თვიდან.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდის კოვიდის მართვის  წარმატებას დრო და დრო პატარ-პატარა აფეთქებები ახლავს თან,  როგორც ჩანს საქართველო მაინც დარჩება უსაფრთხო ქვეყნების სიაში და ეპიდემიოლოგიური ვითარება არ იქნება ისეთი რთული, როგორიც სხვა, თუნდაც მეზობელ ქვეყნებშია.

ყოველ შემთხვევაში ასე ფიქრობენ მომუშავე ადამიანები და, როგორც გაირკვა, მათ უმრავლესობას პირისპირ კომუნიკაცია, შეხვედრები და სამუშაო გარემო ურჩევნია.

Nexia TA-მ 30 -მდე ადამიანი გამოკითხა, რომლებიც სამუშაო ადგილებზე საშაულო რგოლის მენეჯმენტის პოზიციებს იკავებენ.  მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მენეჯმენტის რგოლის ადმაინებისთვის პასუხისმგებლობა გამოწვევა არ არის და სამუშაოს პროფესიონალიზმისა და პერსონალური უნარების  ხარჯზე, ნებისმიერ სიტუაციაში ეფექტურად ასრულებენ, კოვიდის პერიოდში ელექტრონულად მუშაობა ზოგიერთი მათგანისთვის სტრესული აღმოჩნდა. სტრესული იყო თვითონ ბუნდოვანი ეპიდემიოლოგიური მომავალი და, ასევე,  სახლის სიტუაციაში კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნის სირთულე.

ერთი, რაც ყველა რესპონდენტმა აღნიშნა, არის ისეთი შეხვედრების მუდმივად ონლაინ ჩატარების სურვილი, რომელიც ოფისიდან გასვლასა და გზაში დიდი დროის დახარჯვას მოითხოვს.

ასევე აღინიშნა, რომ ონლაინ შეხვედრების დროს გაცილებით ადვილად ხდებოდა კონცენტრაცია შეხვედრის მიზნებსა და ამოცანებზე და, ასევე,  დროში შეხვედრის ეფექტურად მართვაზე.

მიუხედავად ზემოთქმული დისტანციური მუშაობის უპირატესობებისა,  რესპონდენტებმა აღნიშნეს, რომ მათ სჭირდებათ პირისპირ კომუნიკაცია, როგორც ხელმძღვანელ, ისე დაქვემდებარებულ რგოლთან,  ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა, ცონდის გაზიარება და ემოციური კავშირი.

მიუხედავად სახლიდან მუშაობისა, უმეტესობა რესპონდენტებისა თავს გადაღლილად გრძნობს და აუცილებლად მიიჩნევს მინიმუმ 2 კვირიან შვებულებას ძალების აღდგენისთვის.

ისინი იმედოვნებენ, რომ სექტემბრიდან ოფისებში დაბრუნდებიან და დისტანციურად მუშაობის გამოცდილებას ეფექტურად გამოიყენებენ დროის დაზოგვისა და მუშაობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

Nexia TA სექტბრიდან გეგმავს საოფისე მუშაობის სრულ აღდგენას, რადგან აქ პროცესი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მუშაობის შედეგი.