მმართველი პარტნიორი/დირექტორი
- mariam.gogoreliani@nexia.ge
მარიამ გოგორელიანი
საჯარო, კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებში პროექტების მართვის 10 წლიანი გამოცდილება.
განხორციელებული აქვს პროექტების მართვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი საჯარო და კერძო ორგანიზაციებში. აქტიურად საქმიანობს შეფასებების, ინვენტარიზაციის და აქტივების მართვის ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით.
2019 წლის იანვრიდან არის ინოვაციური საინვენტარიზაციო პროგრამის Multi (www.multicloud.ge) CEO და საქართველოში RFID ტექნოლოგიების განვითარებას უწყობს ხელს.
თანამშრომლობს არაერთ კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციასთან ფინანსური მენეჯმენტის, შეფასებების და ინვენტარიზაციის მიმართულებით, ასევე 2020 წლის სექტემბრიდან ახდენს Multi-ს ინტეგრირებას HoReCa და საგანმანათლებლო სექტორებში.