
მმართველი პარტნიორი/დირექტორი
- gela.mgebrishvili@nexia.ge
გელა მღებრიშვილი
20 წელზე მეტი მუშაობის გამოცდილება გადასახადების, ფინანსების და აუდიტის მიმართულებით, როგორც საჯარო (შემოსავლების სამსახური, ფინანსთა სამინისტრო), ასევე კერძო სექტორის მსხვილ ორგანიზაციებში (საფინანსო, საბანკო, სამშენებლო, წარმოების, ვაჭრობისა და სხვა მიმართულებები) ხელმძღვანელ პოზიციებზე.
გელა ფლობს ეკონომიკის მაგისტრის ხარისხს. 2015 წელს იყო ტრენერ-ექსპერტი USAID მმართველობა განვითარებისთვის (G4G) პროექტში “Capacity Building Training on Tax Policy Issues”.
გელა არის მოწვეული ლექტორი თავისუფალ უნივერსიტეტში, ასევე მოქმედი ტრენერი ფინანსების და საგადასახადო კანონმდებლობის მიმართულებით.
2017 წლიდან არის Nexia TA-ს მმართველი პარტნიორი და, ამავდროულად, საგადასახადო მიმართულების ხელმძღვანელი.
მიღებული აქვს არაერთი პროფესიული სერტიფიკატი მენეჯმენტის და ფინანსების მიმართულებით, მათ შორის 2011 წელს მიენიჭა აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ აუდიტორის ლიცენზია, გავლილი აქვს ACCA (სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაცია) საფეხურები მენეჯერული და ფინანსური აღრიცხვის რეპორტინგის მიმართულებით.