კარიერა
Nexia TA მუდმივად ზრუნავს თანამშრომლებზე, მათთვის საუკეთესო სამუშაო პირობების შექმნასა და კეთილგანწყობილი, განვითარებაზე ორიენტირებული კორპორაციული გარემოს ფორმირებაზე.
მენეჯმენტის ჰორიზონტალური სტრუქტურა, ღია და დემოკრატიული მიდგომა თანამშრომლებისადმი აქ სამუშაო პროცესს საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის. გუნდი აქ ფორმალური სიტყვები არაა, ეს ერის მხარდამჭერი და ნდობაზე დაფუძნებული ადამიანების ერთობაა, რომლებსაც საერთო მიზნები და ერთი მისია აერთიანებთ: კლიენტი კომპანიების მაქსიმალური გაძლიერება და გაუმჯობესება იმისთვის, რომ მათ მიაღწიონ საუკეთესო შედეგებს და ხელი შეუწყონ ქვეყნის განვითარებას, მის ეკონომიკურ ზრდას და ადგილის დამკვიდრებას განვითარებულ და ცივილიზებულ სამყაროში.
Nexia TA-ში პროცესი ისეთივე მნიშვნელოვანი და საინტერესოა, როგორც შედეგი. აქ თვალსაჩინო შედეგები თანმიმდევრული, საინტერესო და ცოცხალი სამუშაო პროცესით იქმნება.
ძირითადი ბენეფიტები:
- ინტენსიური პროფესიული ტრენინგები, ტარდება Nexia TA Academy ბაზაზე (ბუღალტერია, საგადასახადო IFRS, Excel და სხვა);
- მიმართულების მენეჯერების მხარდაჭერა და რისკების გადაზღვევა საქმიანობის პროცესში;
- შეფასების და განვითარების სისტემა, რომლის მიზანსაც წარმოადგენს წარმატებული საქმიანობის შემთხვევაში ანაზღაურების ცვლილება, დაწინაურების და როტაციის შესაძლებლობა, ფინანსური წახალისება/ბონუსები;
- კორპორატიული კულტურა და ღირებულებები (საინტერესო და სახალისო აქტივობები, რომელიც ყოველთვიურად იმართება).
- საინტერსო და მრავალფეროვანი სამუაშაო პროცესი
გაეცანით Nexia TA-ს აქტიურ ვაკანსიებს და შესაბამისი კომპეტენციის შემთხვევაში გამოაგზავნეთ რეზიუმე ვაკანსიის მითითებით მეილზე: hr@nexia.ge
მოხარულნი ვიქნებით გიხილოთ ჩვენს გუნდში!
2019 წელს Nexia TA-მ გაიმარჯვა საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში – Meliora 2019 – კატეგორიაში „პასუხისმგებელი დამსაქმებელი” პროექტით – „თანამშრომელი ყველაზე მაღალი ღირებულება“.